ახალი წესრიგი საფინანსო ბაზარზე

თბილისი (BPI) – საფინანსო ბაზარზე მოთამაშეების გადარჩევა, პასუხისმგებლიანი კრედიტორის სტატუსით დასაჯგუფებლად, სრულდება. უპასუხისმგებლომ სექტორი უნდა დატოვოს, შპს-მ და ინდ-მეწარმემაც.

ახალი წესრიგი მყარდება. ჯერ მხოლოდ მიკროსაფინანსო/ორგანიზაციების (მ/ო) და ლომბარდების გააქტიურება შეინიშნება. არასაბანკო სექტორი მოსწრებაზეა. სწრაფ ე. წ. online სესხებს 89-99% განაკვეთით (ეფექტური)  გასცემს, რაც 1 სექტემბრიდან (2018 წ) შეეზღუდება.  შემოდგომაზე სებ-ის მორიგი რეგულაცია ამოქმედდება, ეფექტური სასესხო განაკვეთის ზედა 100%-იანი ზღვარი ნახევრდება და 50%-მდე ჩამოდის, რაც ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის ხდება სავალდებულო, სებ-ში რეგისტრაციასთან ერთად.

მიკროსაფინანსო სექტორმა (71 მ/ო)  Q2/2018-ში წმინდა მოგება 3.2-ჯერ გაზარდა, 17.08 მლნ ლარამდე (Q1/2018 – 5.2 მლნ). 111%-ით გაზრდილია საპროცენტო და 6-ჯერ, არასაპროცენტო შემოსავლები. შესაბამისად, 203 მლნ-ს და 35.05 მლნ ლარს შეადგენს (Q1/2018 – 96.5 მლნ; 5.6 მლნ).

საპროცენტოში (203 მლნ) 81% ხვ.წილით, საცალო სექტორი ( 165.4 მლნ) დომინირებს. 30 მლნ, სექტორს, ონლაინ სესხებიდან  აქვს მიღებული, 13 მლნ ლომბარდებიდან (Q1/2018 – 13 მლნ, 7 მლნ),

მ/ო-ს  შემოსავლები (₾)

სესხები  Q2/2018 Q1/2018
ონლაინ 30 425 167 13 169 656
ლომბარდი 13 248 140 7 374 117
სამომხმარებლო 70 545 450 35 176 194
განვადება და სხვა 10 751 400  3 191 000
სულ საცალოდან 165 383 879 77 847 186

წყარო: სებ-ი

შემოდგომისთვის მ/ო -ს  საკრედიტო რესურსიც შეუმცირდება, რადგან, ბანკების ანალოგიურად, სებ-ის სავალდებულო სარეზერვო ნორმის შესრულება მოუწევს

1 სექტემბრიდან (2018 წ)  მ/ო-ს სესხებიც  კატეგორიებად დაიყოფა და რეზერვები შესაბამისი განაკვეთით განისაზღვრება  ა)სტანდარტული – 0%; ბ) საყურადღებო -10%; გ) არასტანდარტული – 30% ; დ) საეჭვო – 50%; უიმედო -100%).  იპოთეკური სესხის / გირაოსთან ფარდობა 75% უნდა იყოს, ოქროთი უზრუნველყოფილის 90%. რესტრუქტურიზებული სესხი, კლასიფიცირდება ნეგატიურად, თუ ლიკვიდური აქტივით სრულაფასოვნად უზრუნველყოფილი არ არის.

მიკრობანკირებს რეგულაციის შედეგის სრულად წარმოდგენა უჭირთ. მ/ო-ს ნიშა  ბაზრის მოედანზე უკიდურესად მახვილკუთხა სამკუთხედში ესახებათ. დიდი მცდელობის მიუხედავად,  ზედამხედველი  ვერ დაარწმუნეს, ვერც იმაში რომ  შემოსავლების დაუდასტურებლად დაკრედიტების შეზღუდვა მომხმარებლის უფლებებს ზღუდავდა, და ვერც  იმაში რომ მსესხებლის აღნიშნული  კატეგორიის  ჩრდილოვან ბაზარზე გადანაცვლებით,  ბიზნესგარემო დაზიანდებოდა.

https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/pres/2018/master_presentation1.pdf/იხილე 36 გვერდზე

ყველაზე „ბლაგვკუთხა“  საბანკო სექტორმა კი რეგულაციების პირველი ტალღა  უკვე გადაიარა.  ბანკირების განცხადებით, ყველაზე კრიტიკული  7 მაისი ( 2018) აღმოჩნდა, როცა სწრაფი სესხები შეიზღუდა. შემოსავლების დადასტურების გარეშე დაკრედიტება კაპიტალის 25%-თან შესაბამისობის კოეფიციენტით დარეგულირდა. თუმცა იმ დროს რამდენიმე ბანკი უკვე ზღვარს გადაცდენილი იყო.

2017 ონლაინ სესხები /კაპიტალთან
  მლნ ( ₾ ) (%)
ფინკა ბანკი 19.5 48.8
ლიბერთი ბანკი 110.0 47.6
საქართველოს ბანკი 144.0 8.8
სილქ როუდ ბანკი 1.473 4.8
თიბისი ბანკი 25.0 1.3
ვითიბი ბანკი 0.431 0.2

სასექტემბრო რეგულაციების შემდეგ,  მორიგი “ 7 მაისი“ 1 იანვარს (2019) დგება. საბანკო სექტორიდან,  მხოლოდ სისტემური ბანკებისთვის. კაპიტალის  გაზრდა,  სისტემურობის ბუფერით 3-ს მოუწევს. თიბისის, ლიბერთის და საქართველოს ბანკისთვის, 4 წელზე გაწერილი,  +2.5%; +1.5%: +2.5% ეტაპობრივად ამოქმედდება.  +1%; +0.6% +1%.

დამატებითი ბუფერით  არა, მაგრამ კაპიტალის  გაზრდაზე მ/ო სექტორმაც უნდა იზრუნოს.  ლომბარდებს კი შესაძლოა ბაზრის დატოვება მოუწიოთ, რადგან მათი საქმიანობა უკანონოდ ჩაითვლება.

ლომბარდი, იკროსაფინანსო/რგანიზაციის (მ/ო)  ანალოგიურად  სებ-ში  უნდა  დარეგისტრირდეს,  საგადახდო მომსახურების პროვაიდერად.  ბინის, ავტომობილის ან სხვა ქონების უზრუნველყოფით  ფულის გასესხება წლის  ბოლომდე  არ  იკრძალება.  ტარიფებიც მნიშვნელოვნად გაზრდილი. ახალ სუბიექტებს   სებ-ის ლიცენზიანტობა ძვირი  უჯდება.

განახლებული ტარიფები

ლიცენზია  ●
ბანკი  200 000
მ/ორგანიზაცია   50 000
ლომბარდი   10 000
აგენტი    5 000

როგორ გადანაწილდება საფინანსო ბაზარი, რამდენად გაიზრდება  საბანკო სექტორის კონცენტრაცია. არასაბანკო, მცირე სეგმენტს, მ/ო სექტორი აითვისებს თუ ლომბარდებისთვისაც დარჩება ადგილი, სებ-ი დაითვლის.  ბოლო 10  წლის დინამიკით ბანკებისთვის ყველა  წელი მზარდია, 2009-ის გარდა.

სებ-ი ახალ ანალიზს, რომლითაც 2018 წლის ტენდენციები ზუსტად  გამოიკვეთევა 5 სექტემბერს გამოაქვეყნებს. 2 სექტორის, საბანკოს და მ/ო-ს შედეგები უკვე ცნობილია. H1/2018 მდგომარეობით ₾ 35.665 მლრდ  და ₾ 1.656 მლრდ აქტივებითაა წარმოდგენილი.

საფინანსო ბაზარი 90%-იანი უპირატესობით საბანკო სექტორს უკავია. 2017 წლის ბოლოს  92.48% წილით იყო წარმოდგენილი, დანარჩენის სექტორების ერთად კი 7.5% -ს ინაწილებენ.

წილი აქტივები
% მლრდ ₾
საბანკო 92.5 34.6
მიკროსაფინანსო 4 07   1.5
სადაზღვევო 1 55 0.6
ლომბარდი 1 32 0.5
საბროკერო 0 31 0.1
საკრედიტო კავშირი 0.02 0.04
საფონდო 0.01 0.003
საფინანსო სექტორი 100 37.4

წყარო: სებ-ი (01.01.2018 პერიოდის მდგომარეობით)

ყველაზე მცირეწილიანი საფონდო ბაზარია, რომლის დაძვრისთვის საკანონმებლო ბაზა  მზადდება. ინვესტორები უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი ქაღალდებისთვის (Covered bond)  მოედნის მოწყობას ელოდებიან, გირავნობის  გადაცემის მექანიზმმა  ობლიგაციას მეტი ლიკვიდობა უნდა შესძინოს.

საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს. ემიტენტებს ახალისებენ, თუმცა ფინანსისტები მოკლევადიან პერიოდში დიდ აქტივობას ვერ პროგნოზირებენ, რადგან  გამყიდველების გამრავლება  მყიდველების დეფიციტის პრობლემას ჯერ ვერ მოხსნის. მომავალი კი წინ არის.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …