აკაკი ზოიძე: ვერცერთი ვერაგი ნარკოტიკი შეედრება თამბაქოს, მის მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია

თბილისი (BPI) – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე თამბაქოს მავნებლობაზე საუბრობს. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თამბაქოსგანმყენებული ზიანი ძალიან დიდია.

„ვერცერთი ვერაგი ნარკოტიკი ვერ შეედრება თამბაქოს, რადგან მის მიერ მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება. მხოლოდ ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, ნათლად მიუთითებს თამბაქოს მოხმარების შედეგებზე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეული 3 სიკვდილის შემთხვევიდან ერთი თამბაქოს მომხმარებელთან ასოცირდება.

მისივე განცხადებით, თამბაქოს მოხმარება კიბოს განვითარების მეტ რისკებს და ტუბერკულოზით გამოწვეულ სიკვდილიანობასაც უკავშირდება. მაია ლაგვილავამ თამბაქოს კონტროლის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე განაცხადა, რომ კანონით ქვეყანამ შეძლო ის, რასაც ბევრი წამყვანი სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სადაზღვევო ბაზარზე ევროპული კომპანია შემოვიდა – “აისი ჯგუფი” “ევროინსის ჯგუფის” წევრი გახდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“ ევროპული კომპანია EuroinsGroup-ის წევრი გახდა და ბაზარზე ოპერირებას …