აკაკი ცომაია ლარის შესაკავებლად სებ-ის ჩარევას ითხოვს

თბილისი (BPI)  – “სებ-ი თუ დოლარზე უარს ამბობს, მაშ რატომ ივსებს დოლარის რეზერვებს“, -ბაზრის დამკვირვევლები ლარის დეფიციტის შექმნის კამპანიში სებ-ის ჩარევას  ითხოვენ.

აკაკი ცომაია  მიიჩნევს, რომ სავაჭრო პარტნიორი ვალუტების პოლიტიკური წნეხის პირობებში, მცირე მოცულობებით სებ-ის  ინტერვენციებია საჭირო. ცენტრალურმა ბანკმა დოლარი უნდა გამოიტანოს. აკაკი ცომაიას მიაჩნია, რომ ბაზარზე ლარის მასა,  სწორედ სებ-ის შესყიდვებმა გაზარდა (სებ-ს ბოლო 2 აუქციონზე $27.5 მლნ აქვს შესყიდული)

ლევან სურგულაძე კი  ლარის ვარდნას ($1/₾2.58)  აჟიოტაჟით ხსნის :

„უფრო, უსაფუძვლოს და აჟიოტაჟურს დავარქმევდი და ფუნდამენტური საფუძველი ასეთი სწრაფი ვარდნის არ არსებობს. გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა დაახლოებით 27 მილიონი დოლარი, მაგრამ მაშინაც არ ყოფილა ასეთი რყევა. ერთის მხრივ, სუსტი ლარი ტურისტული სეზონის განმავლობაში სასარგებლოა“.

აკაკი ცომაიას თქმით, ლარი გაუფასურებას ლირას და რუბლის დასტაბილურებამდე  განაგრძობს.

მეზობელი ქვეყნების ვალუტები  აშშ-ის სანქცირების მოლოდინმა შეარყია. ბაზარი  გაურკვევლობაშია და ინვესტორები თავდაცვითი სქემით მოქმედებენ.  მათ შორის ოპტიმისტებიც არიან, რომელთა მოლოდინით, სექტემბერში,  თურქეთის ცენტრალური ბანკი  მპ -ის განაკვეთის  გაზრდით, ლირის გამყარებას წაახალისებს.

თუმცა  ეს ერდოღანის განწყობებზეც არის დამოკიდებული.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …