აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქსანი-ლეხურას 14კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

თბილისი (BPI) – ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქსანი-ლეხურას 14კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. გაზსადენის დიამეტრი 700 მმ-ია და იგი ჩაანაცვლებს საგურამო-ქუთაისის გაზსადენის 500 მმ დიამეტრის ძველ მონაკვეთებს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-ი განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 099 777 ლარია დღგ-ს გარეშე.
გაზსადენის ქსანი-ლეხურას მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ახალი მაგისტრალური გაზსადენის სისტემის განვითარებას. სამუშაოების მიზანია საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობის გაზრდა, ქვეყნის მოსახლეობის, სამრეწველო და ელექტროგენერაციის სექტორების, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფა.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …