ადგილობრივმა კომპანიებმა შარშან 72 მლნ ლიტრი ლუდი აწარმოეს

თბილისი (BPI) – საქართველოში 2018 წლის 1 აპრილის მდგომაროებით ლუდს 32 კომპანია (შპს, სს, ინდმეწარმე) აწარმოებს.

როგორც BPI-ს „საქსტატიდან“ აცნობეს, კომპანიებმა 2017 წელს 93 მლნ ლარის 72 მლნ ლიტრი ლუდი აწარმოეს, ლუდის ადგილობრივი წარმოების გაყიდვების მოცულობამ მთლიანობაში 128 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოში წარმოებული ლუდი მსოფლიოს 23 ქვეყანაში გადის, იმპორტი კი 21 ქვეყნიდან ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

ვითიბიმ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა. ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას …