ADB-მ თიბისი ვაჭრობის ფინანსირების სფეროში საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად დაასახელა

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეოთხედ ფინანსირების სფეროში საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად დაასახელა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სინგაპურში გაიმართა და მას 15 ქვეყნის ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრო. აზიის განვითარების ბანკმა 23 საუკეთესო პარტნიორი ბანკი გამოავლინა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს.

“ბოლო 12 თვის განმავლობაში განსაკუთრებული ფინანსური მაჩვენებლები გვაქვს, რასაც რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ბანკების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდით. დაჯილდოება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა პარტნიორობისა და გაწეული სამუშაოსთვის. გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში,“ – განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ხელმძღვანელმა.

ADB 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. აზიის განვითარების ბანკმა 2017 წელს 32.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში არაერთი სექტორი დააფინანსა სხვადასხვა ქვეყანაში.

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 12 000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, და ჯამურად 30 მილიარდი დოლარის ღირებულების 16 600 ტრანზაქცია განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

პროგნოზი: 2019 წლისთვის ავიაბილეთები გაძვირდება

დანიის საინვესტიციო ბანკის Saxo Bank-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლისთვის გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა იწინასწარმეტყველეს, რაც ცხადია …