აჭარისადმი შიდა ვიზიტორთა ინტერესი იზრდება

თბილისი (BPI) – აჭარისადმი შიდა ვიზიტორთა ინტერესი იზრდება. 15 წლის და უფროსი ასაკის შიდა ვიზიტების რაოდენობამ 2018 წლის I კვარტალში 123 300-ს მიაღწია, რაც 21 000 ვიზიტით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.

„საქსტატის“ მონაცემებით, აჭარის რეგიონზე მოდის შიდა ვიზიტების 12,5% და ამ მაჩვენებლით რეგიონებს შორის, აჭარა იმერეთის შემდეგ ტრადიციულად მეორე ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემებით, სულ რეგიონს პირველ კვარტალში კვარტალში 102 700 შიდა ვიზიტორი ეწვია და ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12,3%-ით (85 500 ვიზიტორი) უსწრებს.

ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა საშუალოდ თვიურად 985 900 ვიზიტი განახორციელეს, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 980 900 ვიზიტი.

ვიზიტორების ხარჯებმა 120 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 122,3 ლარით განისაზღვრა.

ვიზიტების უდიდესი წილი 56,8% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 4,6%–ია, შოპინგი – 13,5%, მკურნალობა-გაჯანსაღება – 10,9%, მეორე სახლის (აგარაკი და სხვა) მონახულება – 6,1%.

 

 

შემთხვევითი სიახლე

“კრისტალი” ბიზნესმენებს ამზადებს

თბილისი (BPI)-*როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; *როგორ დავწეროთ პროექტი; *როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის ტილო; მ/ო”კრისტალის”  მეწარმეთა სკოლა  16-28 …