აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

თბილისი (BPI)-აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 49%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 37.4%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აპრილში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 63 მლნ 546 ათას 400 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 94 მლნ 654 ათასი ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 149%-ით შესრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 4 თვის მონაცემებით, 147.1%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 104.7%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 212,3%-ით.

რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-აპრილის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 86 მლნ 930 ათას 800 ლარი იყო, თუმცა ის 37.4%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 119 მლნ 463 ათას 800 ლარი შეადგინა.

საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 42,4%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 4.6%-იანი, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი  76,2%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული.

რაც შეეხება თვითმმართველ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი 114.8%-ი, ქობულეთი – 45.4%-ი, ხელვაჩაური – 113%-ი, ქედა – 143.5%-ი, შუახევი – 93.3%-ი და ხულო – 98.9%-ი.