აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 70%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 45%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 70%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 45%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 42 მლნ 546 ათას 400 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 72 მლნ 193 ათას 900 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 169,7%-ით შესრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, იანვარ-მარტის მონაცემებით, 176%-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 101,8%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 188,3%-ით.

რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 58 მლნ 527 ათას 800 ლარი იყო, თუმცა საანგარიშო პერიოდში ის 44,9%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 84 მლნ 828 ათასი ლარი შეადგინა.

საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 62,9%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი მხოლოდ 93,7%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 63%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული.

 

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …