აჭარას წლის ბოლოს ტურიზმის გრძელვადიანი სტრატეგია ექნება

თბილისი (BPI) – აჭარას ტურიზმის გრძელვადიანი სტრატეგია ექნება. დოკუმენტის შემუშავება ტურისტულად წარმატებული ევროპული ქვეყნის, ხორვატიის მაგალითის გაზიარების მიხედვით ხდება.

ტურიზმის განვითარების გრძელვადიან მთავარ დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაზაფხულზე დაიწყო და იგი საბოლოო სახეს დეკემბრის ბოლომდე მიიღებს. დოკუმენტის გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში აჭარის ტურიზმის 2025 წელს მისაღწევი მიზნები და შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრება.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე ტურიზმის 2018-2025 წლების სტრატეგიის მიხედვით ამ ეტაპზე არსებული კვლევები განიხილეს.

სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს ისეთ თემატურ კონცეფციებს, როგორებიცაა სერვისის განვითარება, ტურისტული პროდუქტების განვითარება (მუნიციპალიტეტების მიხედვით) და ბათუმის ისტორიული უბნის (ძველი ბათუმი), როგორც ტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულებებს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში, მსგავსი თემატური კვლევები უმნიშვნელოვანესია.

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …