ელექტრონული ბიბლიოთეკა – ტურიზმი ერთ სივრცეში

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ელექტრონული ბიბლიოთეკა შექმნა. ონლაინ ბიბლიოთეკის პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გამართა.

ტურიზმის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მომხმარებლებს წიგნების, ბროშურების, პრეზენტაციების და ნაშრომების ფართო არჩევანი აქვთ. თემატიკა მოიცავს ტურიზმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას და მისი ჩამოტვირთვა უფასოა.

ტურიზმის ელექტრონული ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი პლატფორმაა სახელმწიფო, კერძო და აკადემიურ სფეროს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის.
• ტურისტულ კომპანიებს, განთავსების საშუალებებს და სხვა ტურიზმთან ასოცირებულ საწარმოებს შეუძლიათ მიიღონ ტურიზმის სხვადასხვა ტიპის შესახებ კვლევები, ბროშურები, რუკები და სხვა მარკეტინგული მასალა მათთვის საინტერესო ენაზე;
• უნივერსიტეტების პროფესორებს და სტუდენტებს აქვთ წვდომა ელექტრონულ წიგნებსა და სამეცნიერო ნაშრომებზე;
• უცხოეთში მყოფი მოქალაქეები და საკონსულოები მარტივად იძიებენ მათთვის საინტერესო საქართველოს ტურისტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციას.
მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში შექმნილი სამეცნიერო, მარკეტინგული და სხვა ტიპის მასალები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში. დღეისათვის საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს ტურიზმის სექტორის შესწავლის კუთხით. თუმცა მათი ნაშრომები ძირითადად მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისთვის არის ცნობილი. ელექტრონული ბიბლიოთეკა სწორედ ამ პრობლემის მოგვარების საშუალებაა. იგი ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს უზრუნველყოფს ყველა სახის ინფორმაციით.
ელექტრონული ბიბლიოთეკა წლის ბოლომდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, პირველადმა სატესტო ვერსიამ უკვე მოწონება დაიმსახურა სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის უნივერსიტეტის პროფესორებს, სტუდენტებსა და ტურისტულ კომპანიებს შორის.

ელექტრონული ბიბლიოთეკის მისამართი: https://gnta.ge/ge/publications/

შემთხვევითი სიახლე

პრემიერს ცრუ ბრალდებების არ ეშინია

თბილისი (BPI) – პრემიერს მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის მიმართ ცრუ ბრალდებების არ ეშინია. …