6 თვიანი კონსერვაციის შემდეგ აგარის შაქრის ქარხანაში მუშაობა სრული დატვირთვით განახლდა

თბილისი (BPI) – აგარის შაქრის ქარხანამ 6 თვიანი კონსერვაციის შემდეგ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ, „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სავაშ უზანმა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელმა საქართველოში ნიკოლოზ ნათბილაძემ აგარის შაქრის ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ღონისძიებაზე დასაქმებულებს სიტყვით მიმართეს.

„მნიშვნელოვანი დღეა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ და ზოგადად, დაბა აგარისათვის. ქარხანას თვეების განმავლობაში ჰქონდა შეწყვეტილი მუშაობა დღეს კი სრული დატვირთვით განახლდა. ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ მოხერხდა მთვრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესომბუდსმენის ოფისის ჩართულობით, ინვესტორთან მოლაპარაკებებით, რამდენიმე თვიანი კონსერვაციის შემდეგ ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავება და შედეგად ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს, ხოლო ქარხანაში 500-მდე ადგილობირვი დასაქმებულებისათვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა.“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად ქარხნის ღვაწლმოსილი თანამშომლების დაჯილდოების ცერემონია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანამ მუშაობა სრულად დღეიდან განაახლა.

 

შემთხვევითი სიახლე

სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის კვლევას გერმანელები მოამზადებენ

თბილისი (BPI) – სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ …