6 თვეში სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 16 მლნ-ს გადააჭარბა

2018 წლის ექვსი თვის მდგომარეობით სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა და 16,2 მლნ მგზავრი შეადგინა
2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით სტატისტიკური მონაცემებით, საბიჰა გოგჩენის აეროპორტი 14.4 მლნ მგზავრს მოემსახურა.
საერთაშორისო რეისებზე, 2018 წლის ექვს თვეში მგზვართნაკადი 13%-ითაა გაზრდილი, ხოლო შიდა რეისებზე კი 12%-ით.
სტატისტიკური მონაცემებითვე, 2018 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტში ავიარეისების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ითაა გაზრდილი.

შემთხვევითი სიახლე

საათობრივი პარკირება თბილისში – ავტომფლობელების წლიურმა ხარჯმა შესაძლოა 1400 ლარს გადააჭარბოს

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველი იანვრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა …