2019-2021 წლის მთავარი გამოწვევა სავალუტო ბაზრებზე მოსალოდნელი  ცვლილებებია

თბილისი (BPI) – სებ-ის  პარლამენტს მომდევნო 3 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას წარუდგენს, რომელიც მონეტარულ ინსტრუმენტებთან ერთად შესაძლო რისკების მიმოხილვასაც მოიცავს და მოლოდინის რამდენიმე ვერსიაა წარმოდგენილი.

მომდევნო წელს ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 0.3 პპ-ით მაღლა იქნება, რასაც მოსალოდნელზე ძლიერი მოთხოვნას გამოიწვევს. ამის საპასუხოდ, ჭარბი მოთხოვნის შებოჭვისა და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად, მპგ-ისტრაექტორია, საბაზო სცენართან შედარებით აიწევს.

მშპ–ს პროგნოზის რისკებში მთავარი ადგილი კვლავ საგარეო სექტორს უკავია. კერძოდ, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების შესაძლო გაუარესება გადმოეცემა. ამ მხრივ ყურადსაღებია ბოლო პერიოდში თურქეთში გამწვავებული ეკონომიკური მდგომარეობა. აგრეთვე, რისკის შემცველია აშშ დოლარისა და ევროს გაცვლითი კურსების შესაძლო ცვლილებები საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, რაც, სავაჭრო არხებითა და მათთან დაკავშირებული მოლოდინებით, გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და ლარის გაცვლით კურსზე. თუმცა, სავაჭრო პარტნიორების მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაჯანსაღების გაგრძელება, საგარეო მოთხოვნისა და საინვესტიციო განწყობების პოზიტიური ტენდენციის ხარჯზე, მშპ-ს დღევანდელ პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალ ზრდას.

 

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …