Daily Archives: ივნისი 13, 2018

რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 7.25%-ია

თბილისი (BPI) – სებ-მა  მპ განაკვეთი – 7.25% უცვლელად დატოვა. ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივთან (3%) მიახლოებულია და სებ-ის მოლოდინით ეს ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ შემცირების მიმართულებით მოქმედებს.  რეგიონის ბაზრები მერყეობით ხასიათდება, რომლის ფონზეც სავაჭრო პარტნიორებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკებია. ზომიერად გამკაცრებული მპკ-ის შენარჩუნება სებ-მა სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით  გადაწყვიტა. წინასწარი შეფასებით, ...

Read More »

“მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერი”

თბილისი (BPI) –  გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნა, რომ გუნდური მოთამაშეა და თანაგუნდელების განწყობები მისთვის მნიშვნელოვანია. მან თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა  ნაყოფიერი  2-წლიანი საქმიანობისთვის, რამაც ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სასიცოცხლო მნივნელობის რეფორნები განხორციელდა, რამაც უზრუნველყო  ეკონომიკის დინამიური ზრდა, საკუთრების დაცულობა,  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უმსხვილეს ბაზრებთან. ქვეყანამ  სტრატეგიული პარტნიორების აშშ-ს და ევროკავშირის უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა.  

Read More »

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

თბილისი (BPI) – პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გუშინ მმართველი ძალის შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარესთან რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხადასხვაობა გამოიკვეთა. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ნორმალური პროცესია.

Read More »

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 38.7%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 38.7%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 29.4%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 84 მლნ 546 ათას 400 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 117 მლნ 300 ათას 500 ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 138,7%-ით შესრულდა. სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 5 თვის მონაცემებით, 133.8%-ით შესრულდა, სხვა ...

Read More »

ქუმსიშვილი: მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მაისში ექსპორტის ზრდის რეკორდულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ რეალური შედეგი მოიტანა. „2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული – 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული – პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ კონგით ...

Read More »

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულ სასწავლო ორგანიზაციებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა. ფონდის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა, მიღებული გრანტით, შექმნეს ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამები. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ ...

Read More »

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლი

თბილისი (BPI) – ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად მოქმედებს არაერთი მიმართულებით და საფრთხის ქვეშ აყენებს ინდუსტრიაში დასაქმებულ 10 000- მდე ადამიანის სამუშაო ადგილს. კერძოდ, ტრამპის ...

Read More »

ვაჭრობა პლუსებში – ექსპორტი იზრდება

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვაჭრობა ზრდის ტრენდით ხასიათდება. “საქსტატის” მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 4,9 მლრდ დოლარდ მიაღწია, რაც 24,5%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 1,3 მლრდ დოლარია, 28%-ით მეტი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით),  იმპორტი 3,61 მლრდ დოლარი, 23.3%-ით მეტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2,325 მლრდ დოლარი და ...

Read More »

ფინკა ბანკმა საინვესტიციო კომპანია “სიმბიოტიკსიდან” 15 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თბილისი (BPI) – “ფინკა ბანკმა” საინვესტიციო კომპანია „სიმბიოტიკთან“ შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების თანახმად ბანკი 15 მლნ ლარს მიიღებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გასაფართოებლად. ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ვუსალ ვერდიევის განცხადებით, ფინანსური რესურსი მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. „ჩვენთვის ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს ჩვენი სამიზნე ჯგუფისთვის გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში. მსგავსი თანამშრომლობა სფეროს განვითარებისთვის ...

Read More »

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა გაიზარდა. “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენ, რაც 5 500 ფრენით, ანუ 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 5 თვეში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა-დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც ...

Read More »