Daily Archives: ივნისი 11, 2018

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი 2018 წლის I კვარტალში

თბილისი (BPI) – 2018 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა. “საქსტატის”მონაცემებით, მასზე მოდის საქართველოში უცხოური კაპიტალდაბანდების 29,6%. გაერთიანებული სამეფოდან ინვესტორემბა საანგარიშო პერიოდში 82,7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 75,9 მლნ დოლარი). მეორეზე – ჩინეთის მზარდი ტენდენციით. ამ ქვეყნიდან საქართველოში ინვესტიციის მაჩვენებელი შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,6 მლნ დოლარიდან 41,9 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ჩინეთის ...

Read More »

კობა გვენეტაძემ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თბილისი (BPI) – კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს. ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში, შეხვედრას 15 ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან. დელეგაციების წევრები განიხილავენ გლობალური ეკონომიკის ტენდენციებს და პერსპექტივას ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის.  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს ...

Read More »

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება – “საქსტატი” მიზეზებს ასახელებს

თბილისი (BPI) – საქართველოში 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საქსტატის  წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა თითქმის 33%-ით შემცირდა. საქატატის კვლევაში შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). “საქსტატის” მონაცემებით, სააქციო კაპიტალში  112.7 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რეინვესტირებულია ...

Read More »

96 ხიდი და 53 გვირაბი – როგორი იქნება რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალი (ვიდეო)

თბილისი (BPI) – რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საპროექტო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები კი 2019 წლის იანვარში დაიწყება. როგორი იქნება ავტომაგისტრალი პრემიერის ადმინისტრაციამ ვიდეო გაავრცელა. რიკოთის უღელტეხილზე – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის ფარგლებში 52 კმ-იანი სიგრძის გზის, 96 ხიდის (საერთო სიგრძით 21 კმ) და 53 გვირაბის (საერთო სიგრძით 36 კმ) მშენებლობა იგეგმება. “ჩვენი მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტის – ...

Read More »

UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – 15 ივნისიდან ავიაკომპანია UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. რეისები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. გაწერილი განრიგის მიხედვით, UVT Aero აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 21 სექტემბრამდე გეგმავს. პერმი-ბათუმს შორის მგზავრობის დრო 3,2 საათია. UVT Aero აღნიშნული მარშრუტზე ფრენებს Bombardier CRJ-200-ით განახორციელებს. UVT Aero-ს მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა მხრიდან საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება.

Read More »

კახეთში ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

თბილისი (BPI) – კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. ქერის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონამდე მერყეობს. სამუშაოები აქტიურად გრძელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ „ერის იმედის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც შპს „მექანიზატორის“ 5-მა ერთეულმა კომბაინმა 400 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავალი უკვე აიღო. მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ...

Read More »

Express Batumi ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლას განაახლებს

თბილისი (BPI) – 12 ივნისიდან ქართული გადამზიდავი Express Batumi ბათუმსა და სოჭს შორის საზღვაო მიმოსვლას განაახლებს. ამ მარშრუტზე „კომეტა“ თავდაპირველად კვირაში ერთ რეისს განახორციელებს და ერთდროულად 114 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. მგზავრობის ხანგრძლივობა 5-6 საათია და რეისები ბათუმიდან სოჭის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ხოლო სოჭიდან ბათუმის მიმართულებით კი ყოველ სამშაბათს განხორციელდება. თუმცა მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში Express Batumi სიხშირეების დამატებასაც გეგმავს. ერთი მგზავრის ...

Read More »

თბილისში ყველა სარეკლამო ბანერიდან თამბაქოს რეკლამა ჩამოხსნილია

თბილისი (BPI) – თბილისში ყველა სარეკლამო ბანერიდან თამბაქოს რეკლამა ჩამოხსნილია, – ასეთია თამბაქოს კონტროლის შესახებ ამოქმედებული კანონის შედეგები. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი ამბობს, რომ პირველი მაისის შემდეგ ქალაქის მასშტაბით გარე სარეკლამო ბილბორდებზე აღარ არსებობს თამბაქოს ნაწარმის ამსახველი ბანერები. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი თაბუაშვილის თქმით, პირველი მაისის შემდეგ, თამბაქოს პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით 150-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება მოყვა. მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, ...

Read More »

მატაანში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისი (BPI) – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფელ მატანში სპორტული კომპლექსისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაო მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას,  ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე – სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას. ,,პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდა უმნიშვნელო დეფექტები, რომლის აღმოფხვრა უმოკლეს დროში მოხდება. ახმეტაში ბევრი სახელოვანი ...

Read More »

„კრისტალ ბილდინგი“ ქობულეთის ფიჭვნარში 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს. ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აშენების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საკურორტო ქალაქში. ნებართვა მშენებლობაზე უკვე გაცემულია, – წერს batumelebi.ge. გამოცემის ცნობით, „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე ყოფილ სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ...

Read More »