Daily Archives: ივნისი 10, 2018

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

თბილისი (BPI) – ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. სერბეთში მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველმა კანოისტმა 200 მეტრზე გაცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა. “ამ გამარჯვებით ზაზა ნადირაძემ მომავალ წელს ბელარუსში გასამართი ევროპული თამაშების – მინსკი 2019-ის ლიცენზიაც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ევროპული თამაშების ლიცენზიის მფლობელი კიდევ ერთი ქართველი კანოისტი, ბადრი ყაველაშვილიც გახდა”, – ნათქვამია კულტურისა და პოსრტის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read More »