Daily Archives: ივნისი 6, 2018

“ლიბერთი” ₾776 115 დივიდენდებს გასცემს

თბილისი (BPI) – „ლიბერთი ბანკის“ მთავარმა აქციონერმა (75% -Georgian Financial Group ) 776 115 ლარის დივიდენდების  გაცემის გადაწყვეტილებაზე განაცხადა. თანხას პრივილეგირებული აქციების მფლობელები 30 ივნისს მიიღებენ. სულ არის 4,565,384 კონვერტირებადი აქცია და ერთის ფასია –  ₾0.17. აღნიშნული თარიღისთვის  დივიდენდების სრულად ანაზღაურების გადაწყვეტილებას ბანკის გენერალური დირექტორი  გიორგი კალანდარიშვილი აწერს ხელს.

Read More »

“თიბისი” ₾60 000 ფონდით კონკურსს იწყებს

თბილისი (BPI) – “თიბისი” ბიზნეს პროცესების ავტომატიზირებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსს  იწყებს, აპლიკაციების, სოფტების და სხვა გადაწყვეტების შექმნის ხელშეწყობისთვის. 1) მონაწილე გუნდებმა, 5-მდე წევრით, I ეტაპზე  პროდუქტის მთავარი შესაძლებლობების დემო ვერსია უნდა წარადგინონ; 2) შემდეგი ეტაპი სადემონსტრაციო პროტოტიპის დახურული პრეზენტაციაა. ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელების და კომერციალიზაციის გეგმა. პროტოტიპზე  10-მდე  ფინალისტი გუნდი  თვენახევარი იმუშავებს და 3) ფინალურ ეტაპზე გუნდები პროტოტიპს, საჯარო პრეზენტაციაზე, უკვე  ტექნიკურად წარმოადგენენ. კონკურსის გამარჯვებულს  ...

Read More »

აზერბაიჯანს საქართველოსთან კიდევ ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა სურს

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანი საქართველოსთან კიდევ ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა საფარ მეხდიევმა განაცხადა. როგორც მეხდიევმა განმარტა, აზერბაიჯანი საქართველოსთან საბაჟო-გამშვების პუნქტის გახსნაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის ადმინისტრირებასაც მხარეები ერთობლივად განახორციელებენ. „თუკი მოლაპარაკებები წარმატებით განხორციელდება, მაშინ ეს იქნება რეგიონში პირველი ერთობლივი ადმინისტრაციული შენობა, სადაც ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები იმსახურებენ”, აღნიშნა მეხდიევმა. საკითხის დადებითად ...

Read More »

სპორტული დარბაზის აბონიმენტის ფასი მსოფლიოში ყველაზე ძვირი ტოკიოშია

თბილისი (BPI) – Deutsche Bank-ის მონაცემებით, სპორტული დარბაზის აბონიმენტის ფასი მსოფლიოში ყველაზე ძვირი ტოკიოშია. ირკვევა, რომ ტოკიოში სპორტული დარბაზის ერთ თვიანი მომსახურების საშუალო ტარიფი 127.2 დოლარია. ყველაზე მაღალი ფასების რეიტინგში, მეორე პოზიციაზეა დუბაი, სადაც ფიტნეს დარბაზის ერთ თვიანი აბონიმენტის საშუალო ფასი 119.2 დოლარია. ცნობისათვის, მსოფლიოში სპორტული დარბაზის მომსახურების ტარიფი ყველაზე იაფი ინდოეთშია, უფრო კონკრეტულად კი ქალაქ ბენგალურუში. უცხოური მედიის ცნობით, ...

Read More »

დროებითი კომისია დაამტკიცეს

თბილისი (BPI) – პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ახალგაზრდების მკვლელობის  საქმეს შეისწავლის, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. მასსა და მარშანიას შორის, პარლამენტმა 91 ხმით, 1-ის წინააღმდეგ გააკეთა არჩევანი. 17-კაციან კომისიაში  3 ფრაქციაა წარმოდგენილი.  9 წევრით – “ევროპული საქართველო“ 6-ით  “ქართული ოცნება“, 1-ით “პატრიოტთა ალიანსი” + დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი.  “ნაციონალურმა მოძრაობამ“  ჩართვაზე უარი განაცხადა.

Read More »

საწყის ეტაპზე არტერიული ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის გაზომვაა

თბილისი (BPI) –  „მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული ფაქტორების თანხლება ზრდის დაავადების განვითარების რისკს” 17 მაისს, მსოფლიომ ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ამასთან, მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოცხადა და კამპანიამ „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი აიღო. კამპანია სოციალური და გლობალური პროექტია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ჰიპერტენზიის) პრევენციასა და მართვის ხელშეწყობას ემსახურება, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს ...

Read More »

ეს არ არის ჩემი არჩევანი – გზავნილი, ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებისთვის

თბილისი (BPI) – საქართველოში დღესდღეობით 2000 -მდე ბავშვს გადარჩენისათვის ბრძოლა უწევს დიდი ქალაქების ქუჩებში, გზაჯვარედინებსა და მეტროს სადგურებში, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებთან, ეკლესიების სიახლოვეს. ისინი მათხოვრობენ და წვრილმან ნივთებს ყიდიან, რათა საკუთარი ოჯახებისათვის ყოველდღიური პურის ფული მოიპოვონ. ეს ბავშვები ადრეული ბავშვობიდან ექსპლოატაციის მსხვერპლნი არიან. ხდება მათი სტიგმატიზაცია სახელით „ქუჩის ბავშვები“. მათ უყურებენ როგორც ჭუჭყიან, საშიშ ადამიანებს, მოკლებული არიან ბავშვობას და მხრებზე ზრდასრული ადამიანის ტვირთი ...

Read More »

ბიზნესებისთვის პროცესების ავტომატიზირების მხარდასაჭერად თიბისი პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსს იწყებს

თბილისი (BPI) – თიბისის ინიციატივით ბიზნესპროცესების ავტომატიზირების წასახალისებლად პროგრამული უზრუნველყოფების კონკურსი ტარდება. კონკურსის მიზანია საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტებისა თუ სხვა გადაწყვეტების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებენ. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება: აპლიკაციების მიღება პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი დემო ვერსია უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა ...

Read More »

ქართული ექსპორტი საფრთხეშია – ტრამპის 25%-იანმა ტარიფმა “რუსთავის ფოლადიც” დააზარალა

თბილისი (BPI) – რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს და რა დოზით ჩაერთვება ხელისუფლება აშშ-ს მთავრობასთან მოლაპარაკებებში? რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება ქართულ ბაზარზე ზოგადად  და რა ზომების მიღებას გეგმავს ხელისუფლება? საუბარია “რუსთავის ფოლადიდან” უნაკერო მილების ექსპორტზე აშშ-ში, რომლისთვისაც ქარხანა მთელი ორი წლის მანძილზე ემზადებოდა. მილების ექსპორტი უმნიშვნელოვანესი იყო როგორც ბიზნესისთვის, ასევე ქვეყნისთვის, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. როგორც რუსთავის მეტალურგიული ...

Read More »

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულება საქართველოში 2021 წლისთვის იგეგმება

თბილისი (BPI) – საქართველოში მიმდინარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პროექტების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები ხორციელდება. “სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას 2021 წლისთვის  ვგეგმავთ”, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ზაფხულში გამოცხადდება ტენდერები რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე. “პროექტების მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ ვითანამშრომლოთ მაღალი სტანდარტის გამოცდილ კომპანიებთან, ...

Read More »