Daily Archives: ივნისი 4, 2018

WMO: ზაფხულში საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება

თბილისი (BPI) – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს. აღნიშნულ რეგიონებში, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექები, ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი. ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1- 2 ...

Read More »

მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5% შეადგინა

თბილისი (BPI) – 2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები მომატებულია 1,8 პროცენტით, რაც 0,56 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,6 პროცენტი), თევზეული ...

Read More »

ვახტანგ ბუცხრიკიძე: თორნიკე გოგიჩაიშვილი ფასეული შენაძენი იქნება თიბისის გუნდისთვის

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად თორნიკე გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ამ პოზიციაზე გოგიჩაიშვილმა ვანო ბალიაშვილი შეცვალა, რომელიც თიბისი ბანკში თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ საქმიანობას უკვე სხვა სექტორში გააგრძელებს. თორნიკე გოგიჩაიშვილს ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, ის საქართველოს ბანკში ოპერაციების მართვის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის ...

Read More »

ქუმსიშვილი: ტურიზმი ეკონომიკაში იმდენივეს აგენერირებს, რამდენსაც ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით

თბილისი (BPI) – „ტურიზმი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აგენერირებს ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია „Welcome to Georgia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზებით მოეწყო. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თუ შარშან ექსპორტ-რეექსპორტმა 2 მილიარდ 760 მილიონი დოლარი ...

Read More »

მინისტრი: ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხის ზრდა მნიშვნელოვანია და ამისთვის ბევრს ვაკეთებთ

თბილისი (BPI) – „მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და მსურს, სრული მხარდაჭერა დავაფიქსირო Welcome to Georgia-ს მიმართ – ეს დარგი იმსახურებს იმას, რომ წლიდან წლამდე ჩვენ გამოვავლინოთ ტურიზმის სფეროში საუკეთესოები, რათა ამ სტიმულმა მეტად წაახალისოს ტურიზმის ბიზნესი, რომ დარგში გაწეული მომსახურების ხარისხი წლიდან წლამდე იზრდებოდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის ზრდა, ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს ...

Read More »

ბოლნისში პეტრე-პავლეს სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე ვაზი გაშენდა

თბილისი (BPI) –  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პეტრე-პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე ვაზი გაშენდა. ამავდროულად ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, მონასტრის ტერიტორიაზე, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ადგილობრივი მეღვინეობის განვითარების მნიშნელობაზე აღნიშნა. “ბოლნისის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას. ...

Read More »

ლისაბონის გრასას ეკლესიაში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა

თბილისი (BPI) – პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს რესტავრაცია დასრულდა პანო XVIII საუკუნისაა და ის გრასას ეკლესიაშია.  12 მეტრის სიგრძის და 3 მეტრის სიმაღლის 1080 ფილიანი ისტორიული პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. პანოს რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. სარესტავრაციო სამუშაოები პორტუგალიურმა კომპანიამ Teixeira Duarte განახორციელა

Read More »