Daily Archives: ივნისი 4, 2018

ლონდონში ახლადდალისტული CGEO -ს აქციებზე მოთხოვნა მაღალია

თბილისი (BPI) – ლონდონის ბირჟაზე  BGEO-დან  გამიჯნული საინვესტიციო კომპანიის Georgia Capital-ის (CGEO) აქციებმა  მსხვილი გარიგეგებით  აიღო სტარტი. პირველ სასესიო კვირას 3 მლნ-მდე აქციაა ნავაჭრი. აქციები  9.23 – 11.9 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. ჯგუფი უკვე  3 კომპანიით არის წარმოდგენილი. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG LN) GBP2.84 -ით დახურა. საქართველოს ბანკმის (BGEO)  აქციები    GBP 18.17 – 23.49 დიაპაზონში ივაჭრებოდა. ჯამური კაპიტალიზაცია 1.8 მლრდ გირვანქა სტერლინგია. BGEO-993 მლნ; ; ...

Read More »

რკინიგზის  34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცა

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზის  34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცა. ამ ღონისძიებით  დასრულდა  საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი. უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ...

Read More »

ანაკლიის პორტის პროექტი უკრაინაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ფორუმზე წრადგინეს

თბილისი (BPI) – უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რიგით მე-17 კვირეული ჩატარდა, სადაც მონაწილეობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიიღო. ანაკლიის კონსორციუმი მიწვეული იყო კვირეულის პირველ დღეს გამართულ ფორუმ-დისკუსიაში, სახელწოდებით „ტრანსპორტი და ლოგისტიკა“. ფორუმის საპატიო სტუმრებს შორის გახლდათ ვიშეგრადული ოთხეულის (სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი) სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ანაკლიის პორტის პროექტი წარადგინა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ...

Read More »

მამუკა ბახტაძე სსფ-ის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის/მისიის ხელმძღვანელს, მთავარ ეკონომისტ ლუსილა მაკლოჰანს შეხვდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი – „საქართველოს შემოსავლების ადმინისტრირების რეფორმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. პროექტი სამწლიანია, ის 2017 წელს დაიწყო და მისი მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერება. ფინანსთა ...

Read More »

საფრანგეთის მთავრობა Air France-KLM-ის წილის გასხვისებას განიხილავს

თბილისი (BPI) – საფრანგეთის მთავრობას ავიაკომპანია Air France-KLM-ში საკუთარი წილის გაყიდვა სურს. მყიდველი უკვე არსებობს. როგორც უცხოური მედია წერს, Air France-KLM-ის შეძენა სასტუმროთა ქსელ AccorHotels სურს. საფრანგეთის მთავრობა ამ ეტაპზე 14,3%-იანი, ან უფრო ნაკლები წილის გასხვისებაზე ფიქრობს.

Read More »

ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები წლის ბოლომდე დაიწყება

თბილისი (BPI) – ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები იწყება. „რამდენიმე წლის მანძილზე პირველად გვესტუმრა სერტიფიცირებული სავაჭრო მისია გაერთიანებული სამეფოდან. მინდა, მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს, რომელმაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი სავაჭრო საკითხებში ბატონი მარკ პრიტჩარდი, რომლის ხელმძღვანელობითაც დღეს ეს შეხვედრა შედგა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. მისიის შემადგენლობაში ...

Read More »

თბილისში მეტროს თანამშრომლების გაფიცვის პერიოდში “მაქსიმი” ტარიფებს არ გაზრდის

თბილისი (BPI) – თბილისში მეტროს თანამშრომლების გაფიცვის პერიოდში «მაქსიმი» არ გაზრდის ტარიფებს. როგორც „მაქსიმის“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო და მგზავრები ტაქსის მომსახურებით სარგებლობას სტაბილური ფასით შეძლებენ. “4 ივნისს თბილისის მეტროს თანამშრომლების პროტესტის აქციასთან დაკავშირებით ქალაქში გადაადგილება გართულდა. თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გართულებულია და ხალხი იძულებულია გამოიძახოს ტაქსი. შედეგად, მოთხოვნა სერვის «მაქსიმის» მომსახურებაზე მნიშვნელოვნად მოიმატა. ...

Read More »

YANAIR-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

თბილისი (BPI) – უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა. პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა. ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება: • 4 ივნისიდან 23 ივნისამდე ...

Read More »

WIZZ AIR-ის ფლოტი მეასე თვითმფრინავით დაკომპლექტდა

თბილისი (BPI) – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დღეს უნიკალურ მიღწევას აღნიშნავს – ავიაკომპანიის ფლოტი მეასე თვითმფრინავით დაკომპლექტდა. სიახლის აღსანიშნვად, Wizz Air-ის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ეარბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდი ბუდაპეშტში საზეიმოდ გამოჩნდა. Wizz Air-ის მუდმივად მზარდ მნიშვნელობას იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ავიაკომპანია ემსახურება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს WIZZ ფონდის დაანონსება. ...

Read More »

მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოვლინდა

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 57 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს ...

Read More »