Monthly Archives: მაისი 2018

IPM: I კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამებიდან 139.42 მლნ ლარი მიიზიდეს

თბილისი (BPI) – 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტელევიზიებში 148 606 სარეკლამო რგოლი გავიდა, ქრონომეტრაჟით – 3 441 986 წმ, – მონაცემებს კომპანია “აი ფი ემი” აქვეყნებს. კვლევის შედეგების მიხედვით, ჯამურმა ინვესტიციამ ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით 139 418 424 აშშ დოლარი შეადგინა. სატელევიზიო რეკლამის მონიტორინიგი მოიცავს: ტელე იმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი, ჯი დი ესი, კომედი არხი, კავკასია, მაესტრო, მარაო, მიუზიკ ბოქსი, აჭარა, 1 არხი. ყველა ტიპის რეკლამის რაოდენობის წილების გადანაწილება ტელეარხების ჭრილში: როგორც ...

Read More »

თურქეთ-საქართველოს შორის არარეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის ნებართვა საჭირო აღარ არის

თბილისი (BPI) – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთ – საქართველოს შორის ორმხრივი არარეგულარული („მგზავრების გადაყვანა დახურული კარით“ ან „მაქოსებური რეისით“) სამგზავრო გადაყვანები განთავისუფლებულია ნებართვებისაგან. „მიუხედავად ამისა, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გადაყვანის განხორციელებისას თან იქონიეთ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის 1995 წლის 7-8 ივნისის #95/2 რეზოლუციით ECMT/CM(95) 3 FINAL „ავტობუსით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანების შესახებ“ განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი (ასლი თან ერთვის)”, მოუწოდებს სააგენტო ...

Read More »

ბახტაძე: რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და თანასწორი თამაშის წესებს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბანკო და საფინანსო სფეროში დაანონსებული რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასათვის თანასწორი თამაშის წესებს. „ჩვენ მიერ ინიცირებული რეფორმები შეამცირებს რისკებს ეკონომიკაში და გაზრდის მოსახლების განკარგვად, რეალურ შემოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ დაკრედიტების სტანდარტები ერთნაირი იქნება ყველა ინსტიტუტისთვის, რითაც გამოვრიცხავთ ე.წ. ასიმეტრიულ რეგულაციებს ამ სფეროში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Read More »

აჭარაში რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

  თბილისი (BPI) – აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა ...

Read More »

ვითიბიმ სტუდენტები ლურჯწვერა კაცის ეპოქაში ამოგზაურა

თბილისი (BPI) – “ვითიბიმ”  ილიას  უნივერსიტეტის  სტუდენტები ნინა პერის მასტერკლასზე მიიწვია, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. „მათი დრო მოვიდა“ -თემა  ეხმიანება 17 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელიც  ეფუძნება ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ და წარმოადგენს „ლურჯწვერას“  ყველაზე ცნობილი პროტოტიპის ინგლისის მეფის ჰენრი VIII -ის და მის ცოლების, პორტრეტების თემატურ სერიას.  ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. სტუდენტებმა  მხატვართან ...

Read More »

#ერთადერთმანეთისთვის – 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება

თბილისი (BPI) – გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინიში“ 30 მაისს, 11:00 საათზე,პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ეწყობა და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის  წარმომადგენლები – მაია მგელაძე, გიორგი ჩიქვანაია და მარიკა  ქაჯაია. ღონისძიებაზე ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის გამომწვევი თამაშის უსამართლო წესები სრულდება

თბილისი (BPI) – ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს. „დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. ...

Read More »

„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თბილისი (BPI) – დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც გეოლოგიის დარგში მოღვაწე 26 მომხსენებლის გამოსვლას და 5 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, გეოლოგიის დარგში არსებული სიახლეების და გამოწვევების განხილვაა. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოლოგების ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძის ...

Read More »

ლომბარდები და სხვა შუამავლები მხოლოდ დაგირავებული ქონების დაყადაღებას შეძლებენ

თბილოსი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საბანკო და საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას ლომბარდების თემასაც შეეხო. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიხედვით სალომბარდო სესხის შემთხვევაში, მსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ დაგირავებული ნივთით. „ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვლება არსებული პრაქტიკა, როდესაც გამსესხებელს შეეძლო უზრუნველყოფა გაევრცელებინა გამსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო პროგნოზირებად და სამართლიან ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: ლომბარდი კრიმინალის წამახალისებელი წყარო გახდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო და საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას ლომბარდებისა და სხვა შუამავლების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ხშირ შემთხვევაში, ლომბარდები გამოიყენება კრიმინალური ელემენტების მიერ და გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო. რეგულაციის მიხედვით, ლომბარდებმა გონივრულ ვადაში უნდა დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეინახავს ინფორმაციას ლომბარდში ჩაბარებული ნივთის შესახებ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახდება სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის,“ ...

Read More »