Monthly Archives: მაისი 2018

გურჯაანში ყურძნისა და ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანში ყურძნისა და სხვა ხილის კონცენტრატის საწარმო აშენდება. პროექტს კომპანია „ჯიემსვით ენდ დრინქსი“ განახორცუიელებს და მასში 967 692 ლარის ინვესტიციას ჩადებს. პროექტის სახელმწიფო პროგრამა „ აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება. დასაქმდება 40 ადამიანი. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ „ჯიემსვით ენდ დრინქსს“ გურჯაანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა #95-ში მდებარე 9884.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

Read More »

შაორზე ლოკაციის აღმნიშვნელი საქანელები განთავსდება

თბილისი (BPI) – ზაფხულის სეზონზე, შაორზე, ლოკაციის აღმნიშვნელი ორიგინალური აბრა მოეწყობა. შაორზე რაჭის აღმნიშვნელი აბრის განსათავსებლად 2 ასეთი ლოკაცია შეირჩა, საქანელები წარწერით “მე  რაჭა” ტურისტული სეზონისთვის უკვე მზად იქნება და როგორც ამბროლაურის მუნიციპალიეტეტის მერიაში ამბობენ, ლოკაციებზე შესაძლებელი იქნება “მონიშვნაც” ანუ ე. წ. Check in. მუნიციპალიტეტში მიიჩნევენ, ტურისტული ობიექტების მომრავლება შაორზე რაჭის პოპულარიზაციას და ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუსყობს ხელს.  

Read More »

დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ აპრილში 5,54 მლრდ-ს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა აპრილში გაიზარდა, გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის აპრილში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 5,543 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 15%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის აპრილში. ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 037 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 9,3%–ით არის გაზრდილი 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

Read More »

ზრდის მაღალი ტემპი – აპრილში ეკონომიკა 6,5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. 2018 წლის აპრილში ეკონომიკა 6,5%-ით გაიზარდა. “საქსტატის” მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5% შეადგინა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.

Read More »

აჭარაში კუსტარულად მოწყობილი საწარმო სასაქონლო ნიშანს აყალბებდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ლიმონათს აწარმოებდა და მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს – შეცვლილია თვისობრიობა. შესაბამისად, პროდუქცია ფალსიფიცირებულია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ...

Read More »

გუბერნატორი: კახეთში აეროპორტის პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობა უნდა იყოს მინიმალური

თბილისი (BPI) – კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში აეროპორტის პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. გუბერნატორი “საქმის კურსთან” ამბობს, რომ  პროექტის განხორციელებისას ფინანსირების ნაწილში ინვესტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული, სახელმწიფოს თანხები უნდა იყოს მინიმალური. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აეროპორტი წნორსა და თელავს შორის ამოქმედდება. ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულების სტადიაშია. “პროექტირებაზე გადასვლამდე მოსაგვარებელია ნებართვის საკითხი, მათ შორის ,,ტავ ჯორჯიასთან“. სამართლებლივი საკითხების მოგვარებამდე დაპროექტება ვერ დაიწყება. ვიმედოვნებ, აეროპორტი ...

Read More »

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალი სუფთაა

თბილისი (BPI) – თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალი სუფთაა. წყლის ხარისხი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოიკვლია. სააგენტოს მონაცემებით, მაისში, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა. სპეციალისტების აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა ...

Read More »

ნიკორწმინდასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია და მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტზე 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. დაგეგმილია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

Read More »

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის დაწყებას 31 მაისს დაანონსებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი ...

Read More »

წინანდლის მამულმა დავით მაღრაძის ამერიკული წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

თბილისი (BPI) – 28 მაისს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის ამერიკული წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გიორგი რამიშვილის მხარდაჭერით, წამყვანმა ამერიკულმა გამომცემლობამ ”Rare Bird Books“, კომპანია „სილქნეტმა“ და „წინანდალის ფონდმა“ ჩამოაყალიბეს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში. დათო მაღრაძის კრებულში შესულია სხვადასხვა პერიოდის ლექსები და ორი პოემა, „ჯაკომო ...

Read More »