Monthly Archives: მაისი 2018

აბასთუმანში ისტორიული სახლებისა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისი (BPI) – აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია. აბასთუმანში ისტორიული სახლების პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, პროექტის ბიუჯეტი კი დაახლოებით 3.7 მლნ ლარი. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერ-სახით აღდგენას. რამდენიმე სახლზე გათვალისწინებულია ავარიული ...

Read More »

„ჯი.მოტორსი“ ავტომობილების საცალო ბაზარზე აქტიურდება

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯი.მოტორსი“ თბილისში, ქავთარაძის #16-ის მიმდებარედ ავტომომსახურების ახალი ქსელს ხსნის. ცენტრი დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება „ჯი.მოტორსი“ საცალო მიმართულებით ფუნქციონირებას თბილისის მასშტაბით 3 სერვისცენტრით იწყებს და ავტომფლობელებს თანამედროვე, განსაკუთრებულად კომფორტულ გარემოში, პროფესიონალი გუნდის მომსახურებას ჰპირდება. მსოფლიოს წამყვან საავტომობილო ბრენდებთან ოფიციალური პარტნიორობის გზით კი „ჯი.მოტორსში“ მოსულ მომხმარებელს ყველაზე ფართო ასორტიმენტიდან, სასურველი კლასის, საფასო კატეგორიისა და მწარმოებლის პროდუქტის შერჩევა შეეძლება. ...

Read More »

გურჯაანში ღვინის მარანი და საოჯახო სასტუმრო გაიხსნა

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ღვინის მარნის და საოჯახო ტიპის სასტუმროს „ შატო ხარიტონას“ გაიხსნა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის მარნების და საოჯახო სასტომროების გახსნა. „გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტის გახსნა. ტურისტები აქ გაეცნობენიან ქართულ კულტურას, დააგემოვნებენ კახურ, ქვევრის ღვინოს და ქართულ კერძებს. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ობიექტი გაიხსნას, ...

Read More »

ნიკორწმინდის ტაძართან სკვერი მოეწყობა და სუვენირების მაღაზია აშენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. პროექტი სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 2 004 780 ლარს შეადგენს. ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულება 2018 ...

Read More »

ბათუმის ესტაკადის მშენებლობის დასრულება ივლისისთვის იგეგმება

თბილისი (BPI) – ბათუმის ესტაკადის პროექტის სამუშაოები ახალ ეტაპზე გადავიდა. მშენებლობა 24 სათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დასკვნითი ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე უშუალოდ ესტაკადას ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ბურჯებზე ე.წ კოჭების, იგივე ხიდის მალების დალაგებას მოიცავს. ესტაკადის სამშენებლო პროცესში დაახლოებით 80 ადამიანია დასაქმებული. ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს. ...

Read More »

სებ-ი ეკონომიკის ზრდის აჩქარებას ელის

თბილისი (BPI) –  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) პროგნოზი გაზარდა. მონეტარუყლი პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 4.8%-ის ფარგლებში განისაზღვრა. საპროგნოზო მაჩვენებელის განახლება საგარეო სექტორში არსებულ მოსალოდნელზე უკეთეს დინამიკას უკავშირდება. პროგნოზის მიხედვით, მშპ–ს ზრდაში დადებითი წვლილი ექნება როგორც წმინდა ექსპორტს, ასევე მოხმარებასა და ინვესტიციებს, რასაც საგარეო შემოდინებები, ბიზნეს-განწყობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები განაპირობებს. მიუხედავად აღნიშნული გაუმჯობესებისა, ...

Read More »

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტით ლიბერთი ლიდერობს

თბილისი (BPI)  – “ლიბერთი ბანკს” კაპიტალზე მომგაბიანობა (ROE) შეუმცირდა, აქტივებზე (ROA) გაეზარდა. I კვარტლის მდგომაროებით (Q1/2018) ROE -25.69%-ია (Q4.2017 – 25.76%); ROA – 3.32% (Q4.2017 -3.09%). ბანკს 238 მლნ ლარის კაპიტალი აქვს და 1.8 მლრდ-ის აქტივები. საკრედიტო პორტფელი კვლავ დაბალდოლარიზებულია (95%), თუმცა  სავალუტო სესხების მოცულობა გაზრდილია  46 მლნ ლარამდე (Q1.2017 -19 მლნ). Q1/2018●Q1/2017 მლნ  ₾ მლნ ₾   მთლიანისასესხო პორტფლი (₾$€ ) ...

Read More »

თბილისის მერია ქალაქისთვის 100 ავტობუსს შეიძენს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერიამ და შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ 100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 25 დეკემბრამდე თბილისი ეტაპობრივად ასი, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს. ტექნიკური პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ერთი მარკისა და მოდელის და მათი გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ...

Read More »

5-6 ივნისს თბილისში EuroDIG 2018 გაიმართება

5-6 ივნისს თბილისში EuroDIG 2018 (“ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე”“) გაიმართება. ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მასში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე სტუმარი, მათ შორის ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით მარია გაბრიელა. EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტმმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია.  

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

8 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.350 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.395 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Read More »