Monthly Archives: მაისი 2018

თამბაქო ამსხვრევს გულებს – მცხეთა ჯანსაღი ცხოვრების წესსს ირჩევს

თბილისი (BPI) – მცხეთაში აქცია სახელწოდებით „მცხეთა ჯანსაღი ქალაქი“ გაიმართა. მცხეთის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ ორგანიზებული, ერთობლივი აქცია  31 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მიეძღვნა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. 31 მაისს აღინიშნება საერთაშორისო დღე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“, რომელსაც საქართველო წელს კიდევ უფრო განსაკუთრებულად ხვდება, რადგან „თამბაქოს კონტროლის კანონის“ აღსრულების დაწყებიდან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში ...

Read More »

ევრონიუსი ბათუმის შესახებ კიდევ ერთ საინტერესო ვიდეობლოგს აქვეყნებს

თბილისი (BPI) – “24 საათი ბათუმში” – ასე ჰქვია ვიდეობლოგს ევრონიუსზე, რომლის წამყვანიც მაყურებელს აცნობს თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. გადაცემის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ქართველი დიზაინერები, თანამედროვე და ქალაქში პოპულარული კაფე-ბარები, ასევე აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა და ქართული ღვინო. „ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც პირველად სტუმრობენ ამ თუ იმ ტურისტულ ...

Read More »

“ფინკა”პოზიციებს კარგავს

თბილისი (BPI) – „ფინკა ბანკს“ ფინანსური მაჩვენებლები გაუუარესდა. მომგებიანობის კოეფიციენტები (ROA, ROE) შეუმცირდა.  კაპიტალზე უკუგება (ROE)  6.1%-ს  შეადგენს (Q1.2018 – 6.66%) ; აქტივებზე (ROA) – 0.78%- (Q1.2018 – 0.84%). აქტივების მიხედვით,  ბანკი 0.8% წილით მე-11 პოზიციაზეა  (L/Y – 0.9%).   01.05.2018 Q1.2018  ₾არი  ₾არი მოგება 752 000 606 300 აქტივები 291 403 000 284 477 207 სესხები 231 088 000 227 134 853 დეპოზიტები ...

Read More »

მინისტრი: რეფორმები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე

თბილისი (BPI) – მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ აპრილში დაფიქსირებული ეკონომიკურ ზრდა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან პირდაპირ კავშირშია. “ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა და ეს ძალიან კარგი შედეგია. „მინდა აღვნიშნო, რომ პოზიტიური იყო პირველი კვარტლის მონაცემებიც. ...

Read More »

კოალიციამ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

თბილისი (BPI) – კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სათანადოდ დარეგულირებისათვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. ცვლილებების მიზანია, საბჭოს არ დარჩეს შესაძლებლობა  კონკრეტულ შემთხვევებში თვითნებური გადაწყვეტილებები მიიღოს  და მისი საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კოალიცია კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში, ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით ითხოვს: დარეგულირდეს საბჭოს სხდომების დახურვის წესი, ხოლო მოსამართლეებთან გასაუბრებები ჩატარდეს ღია რეჟიმში. საბჭოს ...

Read More »

გაძვირდება თუ არა სამომხმარებლო სესხები?

თბილისი (BPI) – სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტშია აღნიშნული. დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება. კერძოდ, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 4 წლის ვადით გაიცემა, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო ...

Read More »

უმუშევრობა უმნიშვნელოდ შემცირდა – დასაქმება 9 წელია იზრდება, მოსახლეობა მაინც უმუშვერობას უჩივის

თბილისი (BPI) – დასაქმება ბოლო 9 წელია იზრდება, თუმცა მოსახლეობა მთავრ პრობლემად კვლავ უმუშვერობას ასახელებს 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით,  ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება და ბოლო 13 წლის განმავლობაში უმუშევრობა საქართველოში ყველაზე დაბალია. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით მოხდა ბოლო 15 წლის მანძილზე მონაცემების ჩასწორება. უმუშევრობის გასული წლის ...

Read More »

GDPR-ის ამოქმედების პირველივე დღეს მოქალაქემ ფეისბუქისა და გუგლის 8 მლრდ-ით დაჯარიმება მოითხოვა

თბილისი (BPI) – ფეისბუქი და გუგლი პირველი ელექტრონული გიგანტები არიან, რომლებსაც GDPR-ის ფარგლებში დაჯარიმება ემუქრებათ. მონაცემთა დაცვის ახალი ევროპული რეგულაციის ამოქმედების პირველივე დღეს მათ ავსტრიელმა აქტივისტმა მაქს შრემსმა უჩივლა. ის ფეისბუქის 3.9, გუგლის კი 3.7 მილიარდი ევროთი დაჯარიმებას ითხოვს. მაქს შრემსმა 4 საჩივარი შეიტანა – 3  ფეისბუქსა და მის კუთვნილ კომპანიებს – ინსტრაგრამსა და WhatsApp-ს, მეოთხე კი – გუგლის ანდროიდის ოპერაციულ სისტემას ...

Read More »

ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელად მომსახურების ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა სახელდება

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრ ქუმსიშვილმა ეკონომიკური ზრდის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებად მომსახურების ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლებს ასახელებს. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მინისტრმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებსა და ეკონომიკურ ზრდაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავლენა რამდენიმე სექტორმა მოახდინა: მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ექსპორტი და შემოსავლები ...

Read More »

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება. გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავიტაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზიტორთა ცენტრი სტეფანწმინდაში გამორჩეული ადგილი იქნება. ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ. „ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა ...

Read More »