Daily Archives: მაისი 29, 2018

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის დაწყებას 31 მაისს დაანონსებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი ...

Read More »

წინანდლის მამულმა დავით მაღრაძის ამერიკული წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

თბილისი (BPI) – 28 მაისს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის ამერიკული წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გიორგი რამიშვილის მხარდაჭერით, წამყვანმა ამერიკულმა გამომცემლობამ ”Rare Bird Books“, კომპანია „სილქნეტმა“ და „წინანდალის ფონდმა“ ჩამოაყალიბეს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში. დათო მაღრაძის კრებულში შესულია სხვადასხვა პერიოდის ლექსები და ორი პოემა, „ჯაკომო ...

Read More »

IPM: I კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამებიდან 139.42 მლნ ლარი მიიზიდეს

თბილისი (BPI) – 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტელევიზიებში 148 606 სარეკლამო რგოლი გავიდა, ქრონომეტრაჟით – 3 441 986 წმ, – მონაცემებს კომპანია “აი ფი ემი” აქვეყნებს. კვლევის შედეგების მიხედვით, ჯამურმა ინვესტიციამ ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით 139 418 424 აშშ დოლარი შეადგინა. სატელევიზიო რეკლამის მონიტორინიგი მოიცავს: ტელე იმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი, ჯი დი ესი, კომედი არხი, კავკასია, მაესტრო, მარაო, მიუზიკ ბოქსი, აჭარა, 1 არხი. ყველა ტიპის რეკლამის რაოდენობის წილების გადანაწილება ტელეარხების ჭრილში: როგორც ...

Read More »

თურქეთ-საქართველოს შორის არარეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის ნებართვა საჭირო აღარ არის

თბილისი (BPI) – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთ – საქართველოს შორის ორმხრივი არარეგულარული („მგზავრების გადაყვანა დახურული კარით“ ან „მაქოსებური რეისით“) სამგზავრო გადაყვანები განთავისუფლებულია ნებართვებისაგან. „მიუხედავად ამისა, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გადაყვანის განხორციელებისას თან იქონიეთ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის 1995 წლის 7-8 ივნისის #95/2 რეზოლუციით ECMT/CM(95) 3 FINAL „ავტობუსით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანების შესახებ“ განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი (ასლი თან ერთვის)”, მოუწოდებს სააგენტო ...

Read More »

ბახტაძე: რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და თანასწორი თამაშის წესებს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბანკო და საფინანსო სფეროში დაანონსებული რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასათვის თანასწორი თამაშის წესებს. „ჩვენ მიერ ინიცირებული რეფორმები შეამცირებს რისკებს ეკონომიკაში და გაზრდის მოსახლების განკარგვად, რეალურ შემოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ დაკრედიტების სტანდარტები ერთნაირი იქნება ყველა ინსტიტუტისთვის, რითაც გამოვრიცხავთ ე.წ. ასიმეტრიულ რეგულაციებს ამ სფეროში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Read More »

აჭარაში რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

  თბილისი (BPI) – აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა ...

Read More »

ვითიბიმ სტუდენტები ლურჯწვერა კაცის ეპოქაში ამოგზაურა

თბილისი (BPI) – “ვითიბიმ”  ილიას  უნივერსიტეტის  სტუდენტები ნინა პერის მასტერკლასზე მიიწვია, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. „მათი დრო მოვიდა“ -თემა  ეხმიანება 17 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელიც  ეფუძნება ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ და წარმოადგენს „ლურჯწვერას“  ყველაზე ცნობილი პროტოტიპის ინგლისის მეფის ჰენრი VIII -ის და მის ცოლების, პორტრეტების თემატურ სერიას.  ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს. სტუდენტებმა  მხატვართან ...

Read More »

#ერთადერთმანეთისთვის – 30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება

თბილისი (BPI) – გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინიში“ 30 მაისს, 11:00 საათზე,პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ეწყობა და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება. პრეკონფერენციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის  წარმომადგენლები – მაია მგელაძე, გიორგი ჩიქვანაია და მარიკა  ქაჯაია. ღონისძიებაზე ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის გამომწვევი თამაშის უსამართლო წესები სრულდება

თბილისი (BPI) – ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს. „დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. ...

Read More »

„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თბილისი (BPI) – დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც გეოლოგიის დარგში მოღვაწე 26 მომხსენებლის გამოსვლას და 5 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, გეოლოგიის დარგში არსებული სიახლეების და გამოწვევების განხილვაა. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოლოგების ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძის ...

Read More »