Daily Archives: მაისი 28, 2018

თიბისის კაპიტალიზაცია შეუმცირდა

თბილისი (BPI) – ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას “თიბისი ბანკის” (TBCB LI) 113 000 აქციით ივაჭრეს, სასესიო კვირა 16.66 გირვანქა სტერლინგით ( GBP ) დაიხურა (L/m – GBP17.8). ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 000 აქცია შეადგინა “თიბისი ბანკის” საბაზრო კაპიტალიზაცია 904 მლნ გირვანქა სტერლინგია (14.05.17 – GBP 954) ბოლოსასესიო კვირას აქციების 6.5%-ით არის გაიაფებული, თვის დინამიკაც უარყოფითია ...

Read More »

BGEO -ს CGEO ტოვებს

თბილისი (BPI) – BGEO,  CGEO, GHG, TBCG  – ლონდონის ბირჟაზე  ქართული ბიზნესი 4  სუბიექტით, 3 მიმართულებით იქნება წარმოდგენილი საბანკო, ჯანდაცვა და საინვესტიციო .  საინვესტიციო ჯგუფი (BGEO)  საქართველოს ბანკის ჯგუფს (CGEO) გამოეყო და 29 მაისს დაილისტება. BGEO-მ ბოლო სასესიო კვირა  31.13 გირვანქა სტერლინგით (GBP)  დახურა.GBP  31.00 – 34.50 -ად ივაჭრებოდა (-12%m.m). G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 260 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 57 ...

Read More »

ძიძას ბანკში აღსაზრდელის ფოტოს სთხოვენ

თბილისი (BPI) – უმცირესობამ სებ-ის პრეზიდენტისგან გარანტიები მიიღო,  რომ  საბიუჯეტო პოლიტიკის კრიტიკას არ მოერიდება თუ  გასაკრიტიკებელი იქნება. კობა გვენეტაძე ფისკალურის მხრიდან, ინფლაციაზე და გაცვლით კურსზე წნეხს ამ ეტაპზე ვერ ამჩნევს, დეფიციტის მაჩვენებელს მუდმივად აკონტროლებს და გადახრის შემთხვევაში შესაბამის ზომებსაც მიმართავს,  მათ შორის  კომუნიკაციას, ფინანსთა სამინისტროსთან. ფინანსთა მინისტრთან ურთიერთობის დეტალებით, სებ-ის წლიური ანგარიშის საკომიტეტო განხილვაზე, რომან გოცირიძე დაინტერესდა. კობა გვენეტაძეს ჰკითხა, ...

Read More »

ზაფხული და ნაყინის მწარმოებელი კომპანიების სიახლეები

თბილისი (BPI) – ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ნაყინის ბიზნესისთვის აქტუალური პერიოდი იწყება. რა სიახლეებს სთავაზობენ ნაყინის მწარმოებელი  კომპანიები მომხმარებელს, როგორ სეზონს ელიან გაყიდვების მიმართულებით, როგორია კონკურენციაა ბაზარზე და რა პრობლემებს ხვდებიან მწარმოებლები? 2018  წლის ზაფხულის სეზონის მოახლობასთან ერთად  ნაყინის მწარმოებელი კომპანიები ახალ სეზონს განახლებული ასორტიმენტით ხვდებიან. სიახლეების გარდა კომპანიების დამფუძნებლები, თუ მისი წარმომადგენლები ქვეყანაში ნაყინზე ხარისხის კონტროლსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.  კომპანიებში ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით ...

Read More »

კობა გვენეტაძე: კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება

თბილისი (BPI) – ქვეყნის მთავარი ბანკირი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება რეგულაციების მიღება. მისი თქმით, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში არიან. “ფაქტია, რომ კრიპტოვალუტა გავლენას მოახდენს ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ჯერჯერობით, არ გვაქვს დსკვნა რამდენად შეცვლის ის ფინანსური სისტემის ჩარჩოს.  ვფიქრობ, ჩვენ რაც უნდა გაგვეკეთებინა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გავაკეთეთ, ის რაც  ბევრმა ცენტრალურმა ბანკმა გააკეთა. აღვნიშნეთ ის რისკები, რაც დაკავშირებულია ზოგადად, ...

Read More »

თიბისი კაპიტალმა G&T-ს ტენდერი შესაძლოა 1-ლარიანი სხვაობით მოუგოს

თბილისი (BPI) – ქართლის ქარის ელექტროსადგურის IPO –ს მომზადების სურვილი „თიბისი კაპიტალს“ და „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს. კომპანიებმა საკუთარი წინადადებები ტენდერში უკვე დააფიქსირეს. საბოლოო ფასს შორის მხოლოდ 1 ლარიანი სხვაობაა. „თიბისი კაპიტალი“ მომსახურებისთვის 95 299 ლარს ითხოვს, „გალტ ენდ თაგარტი“  95 300 ლარს. სატენდერო კომისია გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურას, უმცირესი ფასის მქონე, „თიბისი კაპიტალის“ შეთავაზების შესწავლით დაიწყებს. ქარის პირველი სადგურის აქციების ...

Read More »

პარიზში “მფრინავ ტაქსს” “ტესტავენ” (ვიდეო)

თბილისი (BPI) – პარიზში „მფრინავი ტაქსის“ ახალი ნაირსახეობის გამოცდა დაიწყეს, რომელსაც უკვე უწოდეს ყველაზე ეკოლოგიური ტრანსპორტი. როგორც ფრანგული მედია წერს, პარიზში  SeaBubbles გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება, რომელსაც სადაზღვეო ჯგუფი MAIF ახორციელებს, 10 მლნ ევროა.

Read More »

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ელექტრომატარებელი იმოძრავებს

თბილისი (BPI) – ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება. სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს. რეისების შესრულება 15 ივნისიდან დაიწყება. მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25. ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს – სამტრედიის სადგური დაემატება. მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ...

Read More »

საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი „ვისოლთან“ ერთად მოგზაურობენ

თბილისი (BPI) – საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი   „ვისოლთან“ ერთად მოგზაურებენ. რბოლა ცნობილი ბრიტანელი ავტომრბოლელი ქალბატონის,  ზოი ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა და 27 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატაა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს და გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. რბოლაში თხუთმეტამდე რარიტეტული საკოლექციო მანქანა  მონაწილეობს. 27 მაისს მანქანებმა ბრიტანელი და ქართული ეკიპაჟით სტარტი  კახეთისკენ აიღო და პროექტის ბოლომდე მონაწილენი სამცხე-ჯავახეთსაც მოივლიან. სტარტს ამერიკელი NASCAR მრბოლელი ...

Read More »

მინისტრი: ტურიზმი საქართველოში 180 000-მდე სამუშაო ადგილს ქმნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშილი ტურიზმის სფეროდან მიღებულ სარგებელზე საუბრობს. მისი თქმით, სექტორი ეკონომიკაში რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის. „ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის, პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ ვითვლით 180 ათასამდე სამუშაო ადგილს. შარშან ტურიზმმა ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა საერთაშორისო ...

Read More »