Daily Archives: მაისი 27, 2018

პირველად საქართველო კლასიკური ავტომობილების ავტორბოლას მასპინძლობს

თბილისი (BPI) – საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა პირველად იმართება. რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. ავტორბოლამ სტარტი დღეს ევროპის მოედნიდან აიღო. ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოი ვითაკერის ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები ჯამში 900 კილომეტრს გაივლიან. მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. ავტორბოლაში 15-მდე საკოლექციო ავტომობილი მონაწილეობს. რბოლა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება ...

Read More »

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში მოსალოდნელი სეტყვის საშიშროება გაანეიტრალა

თბილისი (BPI) – სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 26 მაისს კახეთის ექვს რაიონში მოსალოდნელი სეტყვის საშიშროება სრულიად გაანეიტრალა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში 433 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დაამუშავა. შედეგად, კახეთის ექვს რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული. “26 მაისს დღის 14:00 საათიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასებმა ჩრდილო დასავლეთ მიმართულებიდან დაიწყეს ...

Read More »