Daily Archives: მაისი 24, 2018

“პროკრედიტი” ყველაზე მომჭირნე ბანკია

თბილისი (BPI) – „პროკრედიტ ბანკის“ 1.3 მლრდ -იანი აქტივის მართვაში, დირექტორატს (4),   2017 წელს, 612 200 ლარზე მეტი არ აუღია. 39 თანამშრომლის ჯამური ანაზღაურება კი 2.3 მლნ ლარს შეადგენს. 39,  ის კატეგორიაა (მთლიანი პერსონალის 15%) , რომელთა პროფესიულ საქმიანობას ბანკის რისკების პროფილზე მატერიალური გავლენა  აქვს (რისკების მართვა, ფინანსები, იურიდიული, შიდა აუდიტი, შესაბამისობა, IT და ფილიალის მმართველები). პილარ 3-ის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამეთვალყურეო ...

Read More »

“ქართუმ” იანვარ-აპრილში იზარალა

თბილისი (BPI) – ”ქართუ” ზარალიანი ბანკები რეიტინგში  ნეგატიური კოეფიციენტებით ლიდერობს. 1 მაისის მდგომარეობით, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი (ROA) – 0.33%-ს, კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი (ROE) – 1.63%-ს შეადგენს. კაპიტალის მოცულობით ბანკის მე-3 პოზიციაზეა. 01.05.2018 ●  ₾ აქტივები  1 172 813 322 სესხები   813 023 029 დეპოზიტები  682 778 385 მოგება (ზარალი)  (1 239 536) წყარო:კომერციული ბანკი.  

Read More »

ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა დამკვიდრდა

თბილისი (BPI) – დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაცემული იქნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი. როგორც ლიტვის ასევე ...

Read More »

ლიბერთი ყველაზე მომგებიანი ბანკია

თბილისი (BPI)  – “ლიბერთი ბანკს”  მომგებიანობის კოეფიციენტები გაეზარდა. კაპიტალზე უკუგება (ROE) 26.23%-ს შეადგენს, აქტივებზე (ROA) – 3.48%, რაც სისტემური ბანკებზე უფრო მაღალია. 1 მაისის მდგომარეობით ბანკი, აქტივების მიხედვით, 5.1%-იანი წილით, 16 ბანკში მე-3 პოზიციაზეა, ასევე  მესამეა მომგებიან top- 13 -შიც. 01.05.2018       აქტივები 1 787 254 000 ₾   დეპოზიტები 1405 754 000 ₾   სესხები   920 293 000 ₾ ...

Read More »

ელტონ ჯონი ჩამოდის

თბილისი (BPI) –ელტონ ჯონი  30 ივნისს ჩამოდის. ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი,  პოპ და როკ-მუსიკოსი 2 კონცერტს გამართავს. შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შეუფერხებლად შევა. 16 სექტემბრის ბილეთით 30 ივნისის კონცერტზე; 17 სექტემბრის კი  1 ივლისს მოქმედებს. ბილეთები TKT.GE-  სა და SOLO ლაუნჯში იყიდება.  SOLO მომხმარებელებისთვის  ექსკლუზიურ ფასად – ₾90-დან. გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი Wonderful Crazy Night -ის პროგრამით საქართველოს პირველად ეწვევა. ...

Read More »

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს. ანდჟეი დუდა თბილისში, 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღინისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავს. გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული ...

Read More »

კომპანია RMG 30 მლნ ლარს დახარჯავს ეკოლოგიური ფონის გასაუმჯობესებლად

კომპანია RMG-მ გარემოსდაცვითი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და გაუმჯობესებაა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ „ბანკები და ფინანსებთან“, მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც შუბითიძე განმარტავს პროექტის ფარგლებში კომპანია ჯამში 30 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. „მარტო ამ დღეებში მარტყოფში 10000 ხე დავრგეთ და სხვა ბევრ ღონისძიებას ვატარებთ. უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ გარემოს მიმართულება კომპანიისთვის პრიორიტეტულია. 2017 წლიდან დაწყებული ...

Read More »

ბათუმში ერთი მილიონი ყვავილი და ოთხი ათასამდე ხე ირგვება

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.სამუშაოების ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 1 მილიონი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილისა და4 ათასამდე ხის დარგვა. სეზონურად მოყვავილე მცენარეები გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურისსანერგეში არის გამოყვანილი, რომლებიც ირგვება როგორც სკვერებსა და გზაგამყოფ გაზონებში, ასევე მრავალბინიანიკორპუსების ეზოებში.

Read More »

კიევის სამიდნარეო პორტმა ახალი პროგრამა დაანონსა

კიევის სამიდნარეო პორტმა ახალი პროგრამა დაანონსა, რომელიც ქალაქის სტუმრებს და ადგილობრივებს საშუალებას მისცემს 7 საათიანი კრუიზული ტურისტული მარშრუტით ისარგებლონ. როგორც პორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მგზავრებს საკმაოდ სასიამოვნო დასვენება ელოდებათ. მარშრუტი მდინარე დნდეპრზე გასეირნების გარდა კიევის ზღვაში (კიევის წყალსაცავი) და მეჟიგორაში შესვლასაც ითვალისწინებს. თბომავალი მე-13 ნავმისადგომიდან 11:00 საათზე გავა და კიევის სამდინარო ვაგზალში 19:00 საათზე დაბრუნდება. კრუიზის ღირებულება 400 გრივნაა, ხოლო ბავშვებისათვის ...

Read More »

სამთო კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალს “დოპელმაიერი” გადაამზადებს

თბილისი (BPI) – სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგირო გზების მომსახურე პერსონალს “დოპელმაიერი” გადაამზადებს. “მთის კურორტების განვითარების კომპანიასა’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაგიროების მწარმოებელ კომპანია “დოპელმაიერს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებს, საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და ჰაწვალის საბაგირო გზებზე მომსახურე პერსონალის გადამზადებას, საბაგიროს უსაფრთხო მართვასა და ექსპლოატაციაზე. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 22 დღის განმავლობაში სასწავლო კურსს ...

Read More »