Daily Archives: მაისი 23, 2018

თურქეთი რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების მიჯნაზე

თბილისი (BPI) – 18 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. უფრო ადრე, მსგავსი ინიციატივით გამოვიდა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერი, დევლეთ ბაჰჩელი, რომელიც შეხვდა პრეზიდენტს და ის არჩევნების თარიღის გადმოწევაზე დაითანხმა. არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერის ნაცვლად, მიმდინარე წლის 24 ივნისს გაიმართება. თურქული პოლიტიკისათვის დამახასიათებელი სიმბოლიზმიდან გამომდინარე, დევლეთ ბაჰჩელისთვის სასურველი თარიღი 26 ივნისი იყო, რადგან ...

Read More »

Glenfiddich-ის სახელობითი ვისკი 20 გამორჩეულს ერგო

თბილისი (BPI) – „ჯიდი ალკო“  დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის განასკუთრებულ აღნიშვნაზე აცხადებს. ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich-ი 26-წლიანი დაძველების კასრიდან  ჩამოიხსნა და  ქართული დროშის ფერებით გაფორმდება. შოტლანდიური ვისკის ისტორიაში ეტიკეტის ფერების ქვეყნის  დროშასთან შეხამების პრეცედენტი პირველად დაუშვეს. მათ შორის 20 ბოთლი  სახელობითია,  განსაკუთრებულ ქართველი მიიღებს, მათ შორის სუხიშვილები,  გურამ დოჩანაშვილი, დეივიდ კომა, აკა მორჩილაძე და ნინო ანანიაშვილი.

Read More »

სტარტაპ -კვირეული ზუგდიდში გაგრძელდება

თბილისი (BPI) – “სტარტაპ კვირეული“  თბილისიდან ზუგდიდში (26-29 ივნისი) გადაინაცვლებს. ‘თიბისის” ინფორმაციით, პროექტი მაღალკვალიფიციური ოცხოელი მენტორებისგან, დამწყები ბიზნესმენებისთვის ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავს. 5-დღიანი კვირეული ამ დროისთვის თბილისის ტექნოპარკში ტარდება. მიზანი სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესებაა, ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები დაამყარებენ საქმიან კავშირებს. ორგანიზატორების გეგმით,  კამპანია რეგულარულად ჩატარდება, ზუგდიდსა და თბილისში, წლის განმავლობაში 2-ჯერ (www.startupweek.ge).

Read More »

“საქართველოს ბანკი” ოლიმპიელების მთავარი ქომაგია

თბილისი (BPI) -ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი, “საქართველოს ბანკი” 23 ოლიმპიელის დაჯილდოებაზე აცხადებს. ორდენი გადაეცათ: ლერი ხაბელოვს (თავისუფალი ჭიდაობა); ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა); რობერტ შავლაყაძეს (მძლეოსნობა); რომან რურუას ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); კახი კახიაშვილს (ძალოსნობა); შოთა ხაბარელს (ძიუდო); ვახტანგ ბლაგიძეს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); გელა კეტაშვილის (ფეხბურთი); ზურაბ ზვიადაურს (ძიუდო); ქეთევან ლოსაბერიძეს (მშვილდოსნობა); რაფაელ ჩიმიშკიანს (ძალოსნობა); დავით გობეჯიშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ვაჟა კაჭარავას (ფრენბურთი); დავით ...

Read More »

“ბასიანი”: კლუბის კარი გააღეს, სახლში დავბრუნდით

თბილისი (BPI) – 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ, კლუბი “ბასიანი” დღეს პირველად გაიხსნა. კლუბის ლუქი კრიმინალურმა პოლიციამ გახსნა. “გილოცავთ, კლუბის კარი გააღეს, სახლში დავბრუნდით, ბასიანი დაბრუნდა!” – განაცხადი “ბასიანის” ოფიციალურ FB გვერდზე. წინასწარი დათვალიერებით კლუბში ტექნიკა დაზიანებული არ არის. სავარაუდოდ, ინვენტარიზაციას და ტერიტორიის დასუფთავება ივნისის დასაწყისამდე დასრულდება. “ბასიანის” ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, “გაურკვეველი მიზეზით და ორგანიზატორებისგან დამოუკიდებლად 27 მაისის ღონისძიება “ბრძოლა ბასიანისთვის” ...

Read More »

სამთო-კლიმატურ კურორტ სურამში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება

თბილისი (BPI) – სამთო-კლიმატურ კურორტ სურამში კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება. პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში მოეწყობა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ფიზიკურმა პირმა გია კუპრაძე ელექტრონულ აუქციონზე 70 000 ლარად იყიდა. აღსანიშნავია რომ, პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე სასტუმრო იქნება, რომელიც დაბა სურამში აშენდება და უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს. შეგახსენებთ, რომ ჯამში უკვე გაყიდულია 51 ...

Read More »

ავსტრიაში ერთ-ერთმა სასტუმრომ სტუმრების მისაზიდად ორიგინალურ ხერხს მიმართა

თბილისი (BPI) – ავსტრიაში ერთ-ერთმა სასტუმრომ სტუმრების მისაზიდად ორიგინალურ ხერხს მიმართა. როგორც უცხოური მედია წერს, ავსტრიის ქალაქ გრაციში მდებარე სასტუმროს Novapark-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სასტუმროს სახურავზე თვითმფრინავი განეთავსებინა. სასტუმროს ადმინისტრაციამ „ილ-62“-ის სახურავზე განთავსების კადრები ინტერნეტით გაავრცელა, რასაც საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოყვა.  

Read More »

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,  მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორმა და მისმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფართის გაქირავების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და გამოართვეს 1 000 ლარი. საქმეზე მიმდინარებს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის ...

Read More »

აშშ-ს პრეზიდენტი ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის ემინის ახალ კლიპში გამოჩნდება

თბილისი (BPI) – აშშ-ს პრეზიდენტი მალე ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის ემინის (EMIN) ახალ კლიპში გამოჩნდება. როგორც EMIN-მა განმარტა, დონალდ ტრამპი მის ახალ კლიპში «Got Me Good» მიიღებს მონაწილეობას. EMIN-ის თქმით, დონალდ ტრამპი მომღერლის შეთავაზებას მომენტალურად დათანხმდა. „თუმცა მან დასვა კითხვა: პროცესი რამდენ დროს წაიღებდა. მე მივხვდი, რომ თუ კი ვეტყოდი 10 წუთზე მეტს ის აღარ დამთანხმდებოდა“, აცხადებს EMIN. დონალდ ტრამპის მონაწილეობით სცენარი ...

Read More »

წყალტუბოში 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

თბილისი (BPI) – წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცა. საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით არანაკლებ 17 მლნ ლარის, ხოლო შემდეგი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 13 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, ლიცენზიის ...

Read More »