Daily Archives: მაისი 16, 2018

SIEMENS-ი რკინიგზის ტენდერში მონაწილეობაზე მზაობას გამოთქვამს

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება – შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს ...

Read More »

ქუთაისში ცნობილი ბრენდების H&M, Mango, Zara, Coast, Benneton და Oasis ტანსაცმელი შეიკერება

თბილისი (BPI) – მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, კომპანია „ემჯიემტექსი“ ქუთაისში ოფიციალურად გახსნის. საწარმო 17 მაისიდან პირველ შეკვეთას მიიღებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ცნობილი ბრენდული კომპანიისგან, როგორიცაა: H&M. კომპანია ქართულ-რუმინული ინვესტიციით არის შექმნილი და სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა. „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის Ottorose შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: H&M, Mango, Zara, Coast, ...

Read More »

Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ადგილებზე სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან ახალ კამპანიას იწყებს. როგირც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Google-უკრაინის პრეზიდენტმა დმიტრი შოლომკომ განაცხადეს, მსოფლიოში უდიდეს ვიდეოპორტალ Youtube-ზე საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება. ვიდეორგოლები ზაფხულის ტურისტულ სეზონს მოიცავს. ახალი სარეკლამო კამპანია Youtube-ზე 29 მაისს დაიწყება 29 აგვისტომდე გაგრძელდება. სამიზნე ბაზრები შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ...

Read More »

მალე თვითმფრინავებში შესაძლოა ანტიბაქტერიული სავარძლები გამოჩნდეს

თბილისი (BPI) – მალე თვითმფრინავებში შესაძლოა ანტიბაქტერიული სავარძლები გამოჩნდეს. ინიციატივა გერმანულ კომპანია Recaro Aircraft Seating GmbH-ს ეკუთვნის. კვლევები აჩვენებს, რომ სიმაღლზე ბაქტერიები და ვირუსები კიდევ უფრო აქტიურად მრავლდება. დადგენილია, რომ სიმაღლზე 1 კვადრატულ დიუმ ფართობზე 1 ათასზე მეტი საშიში მიკროორგანიზმი ბუდობს. ამ ფონზე გერმანული კომპანია Recaro Aircraft Seating GmbH-ს წარმომადგენლებმა აღნიშნული პრობლემის მოგვარება განიზრახეს და ანტიბაქტერიული სავარძლების შექმნაზე დაიწყეს აქტიური მუშაობა, ...

Read More »

მთავრობა მერიას თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მლნ-ს გამოუყოფს

თბილისი (BPI) – თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ. თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. დამატებით გამოყოფილი ...

Read More »