Daily Archives: მაისი 14, 2018

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძვის

თბილისი (BPI) – სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი 2023 წელს სნოუბორდსა და ფრისტაილში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური კანდიდატია. გახდება თუ არა კურორტი ჩემპიონატის მასპინძელი საბერძნეთში კურორტ კოსტანავარინოში 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე გაირკვევა. საერთაშორისო სათხილამურო ორგანიზაციის (FIS) ცნობით, კონგრესი 13-18 მაისს იმართება. ფედერაცია ბაკურიანზე ოფიციალურად წერს. აღნიშნავს, რომ კურორტზე 4000 მუდმივი მაცხოვრებლია, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე და ბოლო წლების განმავლობაში „მთის ...

Read More »

თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

თბილისი (BPI) – თბილისი საქართველო-უზბეკეთის პირველი ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება 15 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება. უზბეკეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან უზბეკეთის ეროვნული ავია-კომპანიისა და ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მმართველი პირები. ასევე წარმოდგენილი იქნება სხვა მსხვილი სექტორები. მათ შორის: საავტომობილო ინდუსტრია, მსუბუქი მრეწველობა, ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება, ფარმაცევტიკა, ელექტრო-ტექნიკის წარმოება და სამშენებლო მასალების წარმოება. ღონისძიების ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში, იგეგმება უზბეკური და ქართული ...

Read More »

ხერთვისის ციხე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

თბილისი (BPI) – ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამ დროისთვისდასრულებულია ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი. პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. ...

Read More »