Daily Archives: მაისი 14, 2018

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქსანი-ლეხურას 14კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

თბილისი (BPI) – ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქსანი-ლეხურას 14კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. გაზსადენის დიამეტრი 700 მმ-ია და იგი ჩაანაცვლებს საგურამო-ქუთაისის გაზსადენის 500 მმ დიამეტრის ძველ მონაკვეთებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-ი განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 099 777 ლარია დღგ-ს გარეშე. გაზსადენის ქსანი-ლეხურას მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ...

Read More »

საქართველოში ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბის პროექტირების პირველი ეტაპი დასრულდა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საინჟინრო კომპანიამ Institute IGH ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის პროექტის სამუშაო ვერსია საავტომობილო გზების დეპარტამეტს უკვე ჩააბარა. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო პროექტი დამკვეთს მაისის ბოლომდე ჩაბარდება. ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ლენტეხი-ცაგერისა და ზუგდიდი-მესტიის უკვე არსებულ საავტომობილო გზებს, რაც იმას ნიშნავს რომ ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა სამ საათში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე ...

Read More »

ქართული წარმოების პროდუქციაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება – ექსპორტი პლუსში

თბილისი (BPI) –  საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-აპრილში 3,786 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22.2%-ით აღემატება. “საქსტატის” წინასწარი მონაცემებითმ, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 961.4 მლნ დოლარია, ერთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი, იმპორტი 2,824 მლრდ დოლარია, წლიური ზრდა 22.3%. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1,863 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2% შეადგინა.

Read More »

Marriott-სა და IHG-ის სასტუმროებიდან შამპუნის მინი ბოთლები გაქრება

თბილისი (BPI) – Marriott-სა და IHG-ის სასტუმროებიდან შამპუნისა და ტანის გელის მინიატურული ბოთლები გაქრება. მათ დისპენსერები ჩაანაცვლებს, რომელიც სააბაზანო ოთახში კედელზე იქნება მიმაგრებული. საწყის ეტაპზე, სიახლე იმ სასტუმროებში გამოჩნდება, რომლებიც ბიზნეს-ტურისტებზე არიან ორიენტირებულნი. დიდი ზომის ჭურჭელს ანუ დისპენსერებს უკვე ამონტაჟებენ Marriott-ის ქსელის Courtyard by Marriott-ის, Residence Inn-ის, TownPlace Suites-ის, Fairfield Inn-ის, SpringHill Suites-ის, Moxy-ისა და Four Points-ის სასტუმროებში. გეგმის მიხედვით, ...

Read More »

“ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტების მენეჯმენტს Sophos Hotels-ი განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია “ალიანს ჯგუფის” პროექტ “ალიანს ჰაილაინის” აპარტამენტების მენეჯმენტს საერთაშორისო ოპერატორი Sophos Hotels უზრუნველყოფს. კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში სასტუმროების მართვის, მათ შორის არის Courtyard by Marriott შვეიცარიაში, Hyatt-საფრანგეთში, Ramada შვეიცარიასა და ბულგარეთში, Hilton თურქეთში და ა.შ. “ალიანს ჰაილაინი” Sophos Hotels-ის პოტრფოლიოს 2020 წლიდან შეემატება, თუმცა მუშაობა ახალი კომპლექსის მართვის მიმართულებით უკვე დაწყებულია” – განმარტავენ კომპანიაში. “ალიანს ...

Read More »

სტამბოლის ახალ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე დიდი duty free ექნება

თბილისი (BPI) – მსოფლიოში ყველაზე დიდი “უბაჟო ვაჭრობის” სივრცის მოწყობისთვის ინვესტორი 120 მლნ ევროს ინვესტიციას ჩადებს. ის სტამბოლის ახალ აეროპორტში 29 ოქტომბერს გაიხსნება. duty free-ს მოწყობისთვის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია IGA-მ უკვე გააფორმა 25 წლიანი კონტრაქტი გერმანულ Heinemann-თან და მის პარტნიორ კომპანია თურქულ Unifree-სთან. პროექტის თანახმად, ძვირადღირებული ბუტიკები აეროპორტში 6 500 კვ/მ-ზე იქნება გადაჭიმული. თურქული წარმოების მაღაზიებს, რომლებიც ბაზრის პრინციპით იმუშავებენ, ...

Read More »

საქართველოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი – ParaShoot ჩატარდება

თბილისი (BPI) – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით აცხადებს ParaShoot-ს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონს პროფესიონალი და მოყვარული ფილმის შემქმნელებისათვის, რომელთაც სურთ კინოს საშუალებით დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას. მარათონის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას. ParaShoot-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი გამოცდილებისა და უნარის მქონე სცენარისტებს, რეჟისორებსა და პროდიუსერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. გუნდებს ...

Read More »

საქართველომ მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის სიგელი მოიპოვა

თბილისი (BPI) – „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის“ საპატიო სიგელი საქართველოს გადაეცა. სიგელი საქართველომ იტალიის მეღვინეობით ცნობილ პიემონტეს რეგიონში გამართულ ღონისძიებაზე მოიპოვა. საზეიმო ღონისძიება ისტორიული ციხესიმაგრე Grinzane Cavoir-ში ჩატარდა. დაჯილდოება გაიმართა ეგიდით – „იუნესკოს საგანძური“. გასულ წლებში ანალოგიური ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოება ...

Read More »

“არქი ჯგუფმა” ბაზარზე ლოიალობის ბარათი გამოიტანა

თბილისი (BPI) – დეველოპერულმა კომპანია “არქი ჯგუფმა” ბაზარზე ახალი ბარათი გამოიტანა. კომპანიის ცნობით, Archi Card ლოიალურობის ბარათია და არქი ჯგუფის ნებისმიერ პროექტში ბინის შეძენისას გადაეცემა მობინადრეებს. Archi Card-ის ყველა მფლობელი პარტნიორ კომპანიებთან ბარათის წარდგენისას სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ფასდაკლებებით ისარგებლებს. Archi Card-ის პირობები სხვადასხვა კომპანიაზე ვრცელდება, მათ  შორისაა ავეჯის, ტექნიკის, გამწვანებისა და დიზაინის კომპანიები. “არქი ჯგუფი” 2006 წელს დაარსდა . კომპანია ...

Read More »

საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა იმართება

თბილისი (BPI) – საქართველოში 14-16 მაისს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა იმართება. აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრებს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში – მერსი ტემბონი. აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, ...

Read More »