Daily Archives: მაისი 7, 2018

ვითიბი უგირავნო სესხების კამპანიას აგრძელებს

თბილისი (BPI) -მომხმარებელთა თხოვნით,  „ვითიბი ბანკი“  საგაზაფხულო კამპანიას აგრძელებს. შეთავაზება არაუზრუნველყოფილ  სამომხმარებლო სესხებზეა. 4 წლამდე ვადით, 45,000 ლარამდე ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე  სესხის აღება, 5,9%-დან 11,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,45%-დან – 14,99%-მდე) განაკვეთით, 15 მაისამდეც შესაძლებელია  http://bit.ly/

Read More »

BGEO-ს კაპიტალიზაცია 100 მლნ-ით შეუმცირდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას 33.14 – 35.12 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა (05/2017 – GBP 35.90 – 37.60). კვირის ჭრილში ფასი 4.8%-ით  შემციერებულია,  თვის დინამიკაში 6.4%-ით. კვირის განმავლობაში  308 000 -ზე მეტი აქციაა ნავაჭრი. საშუალო დღიური 59 000 (L/Y – 408 000, 94 000). ნავაჭრი აქციები კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.8% შეადგენს. BGEO -ს კაპიტალიზაცია  GBP 1.456 ...

Read More »

თიბისი უორდროპების საქმეს აგრძელებს

თბილისი (BPI) – ბრიტანეთში  “საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართება, 19 მაისს, სევენოუკში, სერ ოლივერ უორდროპის (1919-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის) სახლში. “თიბისი ბანკის” ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა წიგნი საქართველზე, რომელიც ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექციშუა  წლების  განმავლობაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ ...

Read More »

ბათუმში სასტუმრო “გრანდ გლორია” იხსნება

თბილისი (BPI) – ბათუმს მალე ახალი თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო შეემატება. „გრანდ გლორია“ ბათუმში ივნისში გაიხსნება. დასკვნით ტექნიკურ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო. სასტუმროს შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „გლორიას“ დირექტორმა მურატ თანსუმ მიაწოდა. სასტუმროს მშენებლობაში 31 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობის პროცესში 200, ხოლო სასტუმროს ფუნქციონირებისას 100 ადგილობრივი დასაქმდა. ...

Read More »

მეტროსადგურ „გურამიშვილზე” მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისი (BPI) – მეტროსადგურ „გურამიშვილზე” მგზავრთა მიღება განახლდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით,მეტროსადგურ „გურამიშვილზე” ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი. სადგურმა მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა ...

Read More »

თბილისის ყველა რაიონის ცენტრალური ქუჩები ყოველდღიურად მოირეცხება

თბილისი (BPI) – „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის, გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ყოველდღიურად მოირეცხება თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი. გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები სეზონურია და მაისის თვიდან ოქტომბრის ბოლომდე – ზამთრის დადგომამდე მიმდინარეობს. გზის მორეცხვის სამუშაოები სრულდება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებზე: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა ...

Read More »

თავგადასავალი კოლხურ ტყეებში მტირალას ბილიკებზე

ბათუმიდან 27 კილომეტრში არის ერთი ადგილი. აქ კლდეებიდან წყაროები მოსჩქეფს, ფოთლებით მოფენილ ბილიკებს აღმართ-დაღმართებზე ჩანჩქერისკენ მიჰყავხარ, ჰაერში მწვანე, დაბურული ტყის სუნი ტრიალებს და სუნთქვას გიადვილებს, სადაც ხეების ჩრდილქვეშ ჯერ შეიძლება წვიმა წამოგეწიოს და შუბლი გაგიგრილოს, 15 წუთის შემდეგ კი ფოთლებზე მძივებივით დაკიდულ წვიმის წვეთებს მზის სხივები ააციმციმებს. ეს მტირალას ეროვნული პარკია,  რომლის უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. აქ უნიკალურ, ხელუხლებელ ...

Read More »

2017 წელს “ბიდიოს” გაერთიანებულმა შემოსავალმა 12 მლნ-ს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – კომპანია “ბიდიო” შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდაზე აცხადებს. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გასულ წელთან შედარებით გაერთიანებული შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და 12.4 მლნ ლარი შეადგინა. ბოლო ოფიციალური რეიტინგებით, ბიდიო საქართველოს ბაზარზე მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს და მე-3 ადგილს იკავებს. “ბიდიოს ფინანსური შედეგები ადასტურებს ზრდას ყველა მიმართულებით. მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა რეგულაციებში ძირეულად შეცვალა აუდიტის მომსახურების პრინციპები საქართველოში. სწრაფი ...

Read More »

MCA Georgia პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს. ღონისძიება 8 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო რუმსში (გარდენ ჰოლი) გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონკურსი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, წელს საქართველოში მეორედ ტარდება. ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმებიან მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ...

Read More »

ბახტაძე: ყველა ჩვენი რეფორმა ერთ მიზანს, საქართველოში სიღარიბის დამარცხებას ემსახურება

თბილისი (BPI) – ყველა ჩვენი რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს – ესაა საქართველოში სიღარიბის დამარცხება – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს. მისი თქმით, ჭარბვალიანობა საქართველოში დღეს წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის გადასაჭრელად გადაიდგა პრინციპული ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. „აღნიშნული პრობლემის დაგროვება ხდებოდა წლების განმავლობაში. დღეს მივიღეთ მასშტაბი, რომელიც საჭიროებს პრინციპულ და მასშტაბურ გადაწყვეტას. მესმის, რომ ...

Read More »