Daily Archives: მაისი 1, 2018

სებ-ის პრეზიდენტი ბაზრის შემცირებას ელის, დროებით

თბილისი (BPI) – ცვლილებები მსესხებელს გაფუჭებული ისტორიის გამოსწორების შანსს აძლევს “ჩრდილოვანი ბაზარი ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს“, – სებ-ის პრეზიდენტი სესხის მომსახურებისთვის, კლიენტის შემოსავლიანობის  კონტროლის გაძლიერებით, შავ ბაზარზე  გადასვლის  საფრთხეებს ვერ გრძნობს. პრობლემური სესხების ტატისტიკა, კობა გვენეტაძემ, ზუგდიდში მპკ-ის შემდეგ წარმოადგინა.   თქვა, რომ პორტფელი პატარაა, მსესებლის დაფარვის კოეფიციენტი კი მაღალი.   გადახდისუუნარო კრედიტები ₾2 500 -მდე  მოცულობით არის გაცემული. შემოსავლების დაუდასტურებლად დაკრედიტების ...

Read More »

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თამბაქოს მოსაწევი სპეციალური სივრცე მოეწყო

თბილისი (bpi) – თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში 102-ე ჩასხდომის ხიდთან, სავენტილაციო სისტემით აღჭურვილი თამბაქოს მოსაწევი სპეციალური სივრცე მოეწყო. დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება/მოწევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობებში და აეროპორტის შიდა სარეჟიმო ტერიტორიაზე, გარდა სპეციალურად მოწყობილი მოსაწევი ადგილებისა იკრძალება.

Read More »

აბასთუმნის ობსერვატორიის საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

თბილისი (bpi) – აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ. განახლებული საბაგირო გზით შესაძლებელი იქნება აბასთუმნის ობსერვატორიაში ასვლა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს. საბაგირო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახლდება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. მოპირკეთდება და განახლდება სადგურებიც. მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის ...

Read More »

დღეიდან შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა

თბილისი (bpi) – დღეიდან საქართველო-შვეიცარიას, ასევე საქართველო-ლიხტენშტეინს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდა. ნორვეგიასა და ისლანდიას, რომლებთანაც აღნიშნული შეთანხმება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს, ასოციაციის წევრი სხვა ორი ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია ...

Read More »

Emirates-მა თავის მგზავრებს ახალი სერვისი შესთავაზა

თბილისი (BPI) – Emirates-მა თავის მგზავრებს ნება დართო დუბაის ნებისმიერ წერტილში გაიარონ რეგისტრაცია და ჩააბარონ ბარგი. ამისათვის კი მგზავრმა ბილეთის ყიდვისას, ან რეგისტრაციამდე 12 საათით ადრე, მომსახურება Home Check-in უნდა მონიშნონ. მომსახურების ფარგლებში, რეისის შესრულებამდე 7 საათით ადრე მგზავრთან მივა Emirates-ის თანამშრომელი, რომელიც მოახდენს რეგისტრაციას, ამობეჭდავს ჩასხდომის ბარათს, ჩაიბარებს ბარგს და წაიღებს აეროპორტში. ნორმის ფარგლებში Home Check-in სერვისის ღირებულება 350 ...

Read More »

საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების სიმპოზიუმი გაიმართება

თბილისი (BPI) – საქართველოს ფოსტა მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS (პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება) გაერთიანების სიმპოზიუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას, რომელიც 2-3 მაისს იმართება, მონაწილეობას მიიღებს 16 ქვეყნის, როგორიცაა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი და სხვა 24 მაღალი რანგის მენეჯერი, ასევე მსოფლიო საფოსტო კავშირის და კოლოგრაფის წარმომადგენლები. სიმპოზიუმის მთავარი თემა გახლავთ საფოსტო ოპერატორების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ელ. კომერციის განვითარება და ...

Read More »

WhatsApp-ის შემქმნელმა კომპანია Facebook-თან უთანხმოების გამო დატოვა

თბილისი (BPI) – WhatsApp-ის შემქმნელმა და კომპანიის ხელმძღვანელმა იან კუმმა პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მან Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა. „გავიდა თითქმის 10 წელი მას შემდეგ რაც ბრაიან ეკტონთან ერთად მე WhatsApp-ი გავუშვი. ეს იყო შთამბეჭდავი „მოგზაურობა“, შესანიშნავ ხალხთან ერთად. მაგრამ ჩემთვის დადგა დრო, რომ წინ წავიდე. მე მივდივარ იმ დროს, როდესაც ხალხი WhatsApp-ის მეშვეობით აკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე მე ვარაუდობდი. ...

Read More »

EIB საქართველოში 400 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი ( bpi) – “ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს 400 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს”, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. თანხის ნახევარზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. “ჩვენი აზრით, 2018 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დაახლოებით 400 მილიონ ევრომდე ინვესტირება მოხდება ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც 250 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით გამოიყოფა; გვსურს წყნეთის გზის ...

Read More »

სებ-ი ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ზრდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა. ქვეყნის მთავარი ბანკის პროგნოზი 4,8%-ია ბანკში განმარტავენ, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისში შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.6% შეადგინა, პირველ კვარტალში ჯამურად 5.2% იყო. არსებული პროგნოზებით, გასული წლის მსგავსად, 2018 წელსაც მოსალოდნელია შედარებით მაღალი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ...

Read More »

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7.25%-ზე დატოვა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7.25%-ზე დატოვა. სებ-ში განმარტავენ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8% შეადგინა. არსებული პროგნოზებით,  სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3%) ახლოს შენარჩუნდება. “მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება და, ...

Read More »