Daily Archives: მაისი 1, 2018

თამბაქოს ახალი კანონი ამოქმედდა – საერთაშორისო პარტნიორებთან კანონის აღსრულების გამოწვევებზე ისაუბრეს

თბილისი (BPI) – 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეგულაციები ამოქმედდა. თამბაქოს ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის სამდივნოს უფროს კრისტინა მაიერ სტენდერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორ მარიან ივანუშას, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელ ტიმ ბექსტერს და თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო ექსპერტ ენდრიუ ბლექს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს კანონმდებლობის აღსრულების გამოწვევებზე, დაგეგმილ აქტივობებზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლო ...

Read More »

ბახტაძე: EIB მხარს უჭერს ჩვენს ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება

თბილისი (BPI) – ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა იაფიან კაპიტალზე. „ევროკომისიის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი იხილავს შესაძლებლობას, ...

Read More »

“აჭარა ჯგუფი“ თბილისში ახალ სასტუმრო “სტამბას“ ხსნის

თბილისი (BPI) – პირველი მაისიდან თბილისის ცენტრს ახალი სასტუმრო დაამშვენებს. Rooms Hotel-ის არსებობის ექვსწლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს – Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ. ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში განთავსდება. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suite-ი (79 კვ.მ) მშენებლობის მთლიანად დასრულების შემდგომ სასტუმრო სტამბაში 150 ...

Read More »

პირველი ელექტროავტობუსი უკვე საქართველოშია

თბილისი (BPI) – პირველი ელექტროავტობუსი უკვე საქართველოშია. ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე E-Bus-ი #61 მარშრუტზე იმოძრავებს. ელექტროავტობუსი კომპანია “ფრეგობასმა” ჩამოიყვანა. ფოთის პორტში გადაღებული შესაბამისი ვიდეო კომპანიამ გაავრცელა. “ჩვენ უკვე რეალურად ვიწყებთ ჩვენს გარემოზე ზრუნვას. ელექტროავტობუსი უკვე საქართველოშია და თბილისისკენ მოემართება”- წერს კომპანია სოციალურ ქსელში. როგორც კომპანიაში ამბობენ, ავტობუსების გამონაბოლქვი 0%-ია, 100%-ით ელექტროავტობუსია, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურია. კომპანია “ფრეგობასი” მომავალში გერმანულ-ჩინური პარტნიორობით ელექტროავტობუსების ...

Read More »

ვირტუოზი მუსიკოსი ქუთაისიდან – დაჩი კეკუა ესპანეთის საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება

თბილისი (BPI) – დაჩი კეკუა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მეექვსე კლასის მოსწავლეა. 11 წლის მოზარდი  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელია, სადაც პედაგოგ ქეთევან ახვლედიანთან ერთად მორიგი საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადება, რომელიც ესპანეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. პატარა პიანისტი უკვე არაერთი წარმატებისა და პრიზის მფლობელია. მხოლოდ გასული სამი წლის განმავლობაში მან რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება. 8 წლის ასაკში დაჩი ვალერიან შიუკაშვილისა ...

Read More »

ბესიკ ფესტვენიძე: ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლიურია

თბილისი (BPI) – საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ გადაცემა „აქტულურ თემაში“ ჯიპიაის სამედიცინო დირექტორმა ბესიკ ფესტვენიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაზარი ოლიგოპოლიურია, სადაც 3 დომინანტი მოთამაშეა წარმოდგენილი. მისი თქმით, ზომიერი ფასების შესანარჩუნებლად კი სახელმწიფოსგან გარკვეული რეგულაციების მიღებაა საჭირო. ბესიკ ფესტვენიძე ამ პრობლემის სიმწვავეს ისიც ადასტურებს, რომ სტატისტიკურად, ჯანდაცვის დანახარჯების 40% მედიკამენტებზე მოდის, რაც კატასტროფულად  მაღალი მაჩვენებლია. გარდა ამისა, ერთ-ერთ ...

Read More »

საქართველოს ბანკი Spotlight 2018-ის წარმდგენია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა Spotlight  ფორმატის განახლებაზე განაცხადა. ბიზნესსექტორისა და დასაქმებულების განვითარების  მხარდამჭერი ღონისძიება წელს, 27 მაისს, სასტუმრო რედისონში, გაიმართევა, თემაზე „გამარჯვება“, ფოკუსი, მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრიაა. ღონისძიება მარკეტინგული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.  მიზანი ქართველი სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემაა Spotlight-ი 3 კომპონენტიანია: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ...

Read More »

ქართული სათამაშოების კომპანია „ჯეოთოიზის“ პარტნიორი ფრანგული Koobi გახდა

თბილისი (BPI) – ქართული სათამაშოების კომპანია „ჯეოთოიზს“ ფრანგი პარტნიორი და დამკვეთი გახდა. ქართული სათამაშოების კომპანია „ჯეოთოიზის“ პარტნიორი ფრანგული Koobi გახდა. კომპანიის დამფუძნებელს, ალან არნოს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა. ფრანგი პარტნიორის და დამკვეთის ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა ადგილობრივი პოტენციალის გაცნობას და ამასთანავე, ქართული კომპანიის საწარმოს დათვალიერებას. ქართული სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ წარმატებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე – ...

Read More »

შარჯაში წვიმის დარბაზი გაიხსნა

თბილისი (bpi) – არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქ შარჯაში არტ ობიექტ Rain Room-ი გაიხსნა, სადაც მუდმივი წვიმაა. დარბაზი 1460 კვ./მ-ს მოიცავს და მასში განუწყვეტლივ 1200 ლიტრი გაფილტრული წყალი ცირკულირებს, რაც თავის მხრივ დარბაზში კოკისპირულ წვიმას ქმნის. ობიექტი შარჯაში Al Majarah-ის რაიონში, Buhaira-ს სანაპიროზეა განთავსებული და პროექტის ავტორი საერთაშორისო კომპანია Random International-ია. მსგავსი პროექტები უკვე განხორციელებულია ლონდონში, ნიუ-იორკში, შანხაისა და ...

Read More »

ბათუმში, ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობისათვის 4,116 მლნ ლარი დაიხარჯა

თბილისი (bpi) – ბათუმში ანგისის სპორტული ბაზა გაიხსნება. ანგისის სპორტული ბაზა 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შედგება 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან. ბაზას აქვს ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. აშენებულია 3 სართულიანი შენობა, მეოთხე სართულზე კი მოწყობილია ტერასა მედია საშუალებებისათვის. მეოთხე სართულზე, ორ დაშენებაში მოთავსებულია მართვის სისტემები. შენობაში განთავსებულია ბაზის ...

Read More »