Monthly Archives: მაისი 2018

თბილისის აეროპორტში სასტუმროს „ფუჯინ სილკ პროფერთი“ ააშენებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ფუჯინ სილქ პროფერთი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასტუმროს ააშენებს. ინვესტორმა აეროპორტში მდებარე 12 653 კვ.მ არსებული უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე 1,85 მლნ ლარად იყიდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 1,841 მლნ ლარს შეადგენდა. აუქციონის პირობების მიხედვით, „ფუჯინ სილქ პროფერთი“ ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე, ან მის ნაწილზე მინიმუმ 120 ნომერზე გათვლილი სასტუმრო შექმნას ...

Read More »

CbondS-მა G&T საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თბილისი (BPI) – Cbonds-მა, რომელიც ფინანსურ მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების ერთ-ერთ წამყვან საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენს, „გალტ&თაგარტი“ საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეხუთედ დაასახელა. კომპანია „გალტ & თაგარტი“  სააგენტოს მიერ წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად პირველად 2014 წელს იქნა აღიარებული. წელს უკვე მეხუთედ, გალტ&თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დასახელდა: მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის, სრული საინვესტიციო და კორპორატიულ ფინანსური მომსახურების ...

Read More »

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ლიცენზიის საწყისი ფასი 10-ჯერ შემცირდა

თბილისი (BPI) – სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირების მიზნით განხორციელებული რეფორმის შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის საწყისი ფასი შეიცვალა. კერძოდ, შესწავლის საწყისი ფასი თითოეულ ჰექტარზე, მანამდე არსებული 500 ლარის ნაცვლად, 50 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ცვლილების შედეგად მოხდა შესწავლის საწყისი ფასის თავსებადობის უზრუნველყოფა ამ კუთხით საუკეთესო პრაქტიკის მქონედ მიჩნეულ ქვეყნებში არსებულ შესწავლის ფასთან. ცვლილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას, რაც უკვე აისახა ...

Read More »

WhatsApp-ს ჯგუფური ზარის განხორციელების ფუნქცია დაემატა

თბილისი (BPI) – მესინჯერ WhatsApp-ს დაემატა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარის განხორციელება ხდება შესაძლებელი. როგორც AndroidPolice წერს, სერვისი უკვე გაშვებულია და ის რამდენიმე კვირაში ყველა მოწყობილობისათვის გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა ამ დროისათვის ის მხოლოდ Android-ის სისტემების მუშაობს. იმისათვის, რომ კონფერენცია მოაწყოთ, ამისათვის ჯერ WhatsApp-ის მეშვეობით უნდა დაურეკოთ ერთ მომხმარებელს, ხოლო შემდგომ დაამატოთ სხვებიც. ამ დროისათვის ჯგუფური ზარის განხორციელება ...

Read More »

მონიტორინგის შედეგები: თამბაქოს ახალი კანონი პირველი თვის განმავლობაში 92%-ით შესრულდა

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის პროგრამის შედეგებით, პირველი თვის განმავლობაში კანონი 92%-ით შესრულდა. თამბაქოს კონტროლის ალიანსში აღიარებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან კანონის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერაა. “უამრავი მწეველი კმაყოფილია, რომ ახალი რეგულაციების შედეგად მოხმარებული თამბაქოს რაოდენობის შემცირება შეძლეს. მწეველებს და არამწეველებს ფაქტობრივად ერთნაირად მოსწონთ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი რესტრონები, კაფე ბარები, დარბაზები, საზოგადოებრივი შენობები. კანონდარღვევა ზოგიერთ ჩილიმბარში და სლოტ ...

Read More »

რაში ხარჯავენ ტურისტები ფულს საქართველოში – ტურისტი საქართველოში საშუალოდ 4,3 ღამე რჩება და 888 ლარს ხარჯავს

თბილისი (BPI) – 2017 წელს საქართველოში 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურის შემოვიდა, – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 17.7 პროცენტით მეტია. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 44.7%, 31-50 წლის ასაკის  მოგზაურია. 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.2 პროცენტით არის გაზრდილი. საქსტატის ინფრომაციით, 2017 ...

Read More »

WHO აკაკი ზოიძეს თამბაქოს კონტროლის სფეროში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს

თბილისი (BPI) – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენლობა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს აჯილდოებს. ჯილო აკაკი ზოიძეს თამბაქოს კონტროლის სფეროში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა. ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაცია ულოცავს საქართველოს, ქვეყნის მოქალაქეებს, ხელისუფლებას და ყველა პარტნიორს, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კანონმდებლობის წარმატებულ დანერგვას. ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს აჯილდოებს ყველაზე თვალსაჩინო ინსტიტუტებს და ...

Read More »

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

თბილისი (BPI) – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ორ დუალურ პროგრამაზე 18 სტუდენტი ჩაირიცხა. საქართველოს რკინიგზაის ცნობით, მსურველები პროფესიულ განათლებას რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგისა და რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის მიმართულებით მიიღებენ. დუალური მეთოდი სტუდენტებს დაეხმარებათ, თეორიულ ცოდნასთან ერთდ პრაქტიკულადაც დაეუფლონ ზემოთაღნიშნულ სპეციალობებს. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთვრებულებს მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის. შემოდგომაზე კოლეჯის ადმინისტრაცია რკინიგზის დარგით დაინტერესებული სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას ...

Read More »

რკინიგზამ ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაასრულა

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზამ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. გათხრითი სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ მარჯვენა საოპერაციო გვირაბს ჩაუტარდა. გვირაბის სიგრძე 8 350 მეტრია. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსივე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2019 წელს დასრულდება და მისი განხორციელების შედეგად, ტვირთის გამტარუნარიანობა 27 მლნ-დან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. როგორც რკინიგზაში ამბობენ, შემცირდება ეკოლოგიური რისკები და ...

Read More »

კალაძე: თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ ძვირდება

თბილისი (BPI) – თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშორებით. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირებაზე ინფორმაცია, არის სრული სიცრუე“, – განაცხადა კახა კალაძემ. კალაძე “რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. “გასაგებია, რომ ეს არხი არის პარტიული ტელევიზია, რომ ...

Read More »