Monthly Archives: აპრილი 2018

“სიტი ინსტიტუტის” წარმოდგენილი გეგმის მიღებაზე მერია უარს ამბობს, თუმცა მასთან მუშაობას აგრძელებს

თბილისი (BPI) – თბილისის მერია გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის “სიტი ინსტიტუტის” წარმოდგენილი გეგმის მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა მასთან მუშაობას აგრძელებს. ვადა ჯგუფს 1 ივნისამდე აქვს. დეტალებზე საუბრისას თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ ჯგუფს მიეცეს შესაძლებლობა ვალდებულებები შეასრულოს. აღნიშნა, რომ სამუშაოებში მერია კომპანიასთან ერთად ჩაერთვება და ხელს შეუწყობს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებაში. „არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ...

Read More »

სემეკმა მოქალაქეებს მარტში 170 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

თბილისი (BPI) – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მარტში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებისთვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მთლიანობაში კომისიამ 221 საკითხზე იმსჯელა. სხდომებზე განსახილველი საკითხების უმეტესობა შეეხებოდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის ...

Read More »

1 მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და EFTA-ს ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის ამოქმედდება

თბილისი (BPI) – 2018 წლის პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდება. ნორვეგიასა და ისლანდიას, რომლებთანაც აღნიშნული შეთანხმება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს, ასოციაციის წევრი სხვა ორი ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინი შეემატება. სიახლის შესახებ ცნობა უკვე განთავსდა შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. https://www.admin.ch/gov/en/start/documentation/media-releases.msg-id-70257.html თავისუფალი ...

Read More »

ალავერდის საფუტკრე მეურნეობა ტურისტებს აგროტურს სთავაზობს

თბილისი (BPI) – ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრე მეურნეობა „თაფლიკაცი“ მომხმარებელს თაფლის გარდა, მეფუტკრეობის პროდუქტებს ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერს, ფიჭას და მეფუტკრეობის ინვენტარს სთავაზობს. მეურნეობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს და მისი მიზანია ხელი შევუწყოს მეფუტკრეობის განვითარებას რეგიონში. მეფუტკრეობის საწარმო თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებს. „თაფლიკაცი“ ...

Read More »

H&M-ის, Mango-ს, Zara-ს, Coast-ის, Colveta-ს, Benneton-ის და Oasis-ის ბრენდებისთვის პროდუქცია საქართველოში შეიკერება

თბილისი (BPI) – კომპანია „ემჯიემტექსი“, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას დაიწყებს, პროდუქციას ცნობილი ბრენდებისთვიის H&M, Mango, Zara, Coast, Colveta, United Collors of Benneton, Oasis შეკერავს. “ემჯიემტექსი” ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა. კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 6 თვის წინ დაინტერესდა. გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით კომპანია საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები შეისწავლა. კომპანია „ემჯიემტექს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტითაც ...

Read More »