Monthly Archives: აპრილი 2018

ვახტანგ ბუცხრიკიძე საბანკო სექტორში ჭარბვალიანობის საფრთხეს ვერ ხედავს

თბილისი (BPI) – ჭარბვალიანობის გაგებასთან ბიზნესს ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს. თიბისი ბანკის გენდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ეს დეფინიციის თემაა და სხვადასხვაგვარად შეიძლება გაგება. ბანკირმა დააკონკტეტა, რომ საბანკო სექტორის მდგრადობისა და რისკიანობის თვალსაზრისით ეს დრეს ბაზარი ამ გამოწვევის წინაშე არ დგას, თემა უფრო სოციალური მიმართულებით არის მგრძნობიარე. მისი აზრით, სამომხმარებლო სესხების პორტფელიც არ არის ზღვარსგადასული. ამასთან ბუცხრიკიძე ცვლილებებისთვის მზად არის, თუმცა ...

Read More »

დაკრედიტების გამკაცრებით ლაშა პაპაშვილი ჩრდილოვანი ეკონომიკის რისკებს ხედავს

თბილისი (BPI) – დაკრედიტების გამკაცრებაზე ბიზნესმენები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეიკრიბნენ და იმედოვნებენ, რომ თუ ცვლილებები პოლიტიკური მოტივით არ არის გამყარებული, მის გადავადებაზე კანონმდებლების და ეროვნული ბანკის  დარწმუნებასაც შეძლებენ. მოსალოდნელ რისკებზე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ბანკირებზე უფრო თამამად საუბრობს. მიაჩნია, რომ მსგავსი რეგულაცია მსესხებელზე ამ რაოდენობით ინფორმაციის მოძიების ვალდებულება მსოფლიოში არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოწვევა ყველა ქვეყანას აქვს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ...

Read More »

პრობლემური სესხები მინიმალურ ზღვარზეა /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორში პრობლემური სესხები შემცირდა. I კვარტლის მდგომარეობით, (Q1/2018) 534 მლნ ლარია (Q1.2017– 705 მლნ). მთლიან პორტფელთან (18.4 მლრდ)  მიმართებაში 2.4%-ს არ აღემატება (Q1.2017 -18.4, 3.8%) Q1/2018.Q1.2017 სესხები (მლრდ) სესხები (მლრდ) (რეზერვმლნ₾) რეზერვ( მლნ₾) 1 საქართველოს ბანკი 7.4 (341) 6.051  ●-37 2 თიბისი 8.4 (353) 5.717  ●-277 ბანკი რესპუბლიკა XX  XX XX  1.429  ●-62 3 ვითიბი ბანკი 0.968 (56)  0.899  ...

Read More »

Etihad Airways-მა საკუთარი მგზავრებისთვის პიჟამოები შეკერა

თბილისი (BPI) – არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Etihad Airways-მა საკუთარი მგზავრებისათვის ტანსაცმლის ხაზი შექმნა. „საშინაო“ ტანსაცმელი გაკუთნილია Airbus A380-ის პირველი და სალონ The Residence-ს მგზავრებისთვის. კოლექცია მოდის სახლ Friend of Mine by Xpoze-თან თანამშრომლობით შეიქმნა. პიჟამოები და ხალათები ანტიბაქტერიული ქსოვილებისგანაა შეკერილი და ხანგრძლივი მოგზაურობისას საკმაოდ კომფორტულია. კოლექციის პრეზენტაცია აბუ-დაბიში უკვე გაიმართა.

Read More »

საქართველოს საავიაციო ბაზარზე Kuwait Airways შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია Kuwait Airways იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია “Kuwait Airways“-ს ...

Read More »

ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და რკინა-ბეტონის სამუშაოები ხორციელდება, რაც სვეტების მოწყობას და გადახურვას მოიცავს. მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული. სამუშაო პროცესს დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მინისტრს საპროექტო ორგანიზაცია ...

Read More »

საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა იზარდება

თბილისი (BPI) – გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთის სამთო კურორტებსა და კურორტ გოდერძიზე ბოლო წლებში საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 2011/2012 – 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 491%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ეს შესაძლებელი გახდა ავსტრიული კომპანიის „სკიდატას“ მიერ უკონტაქტო გამშვები პუნქტების დამონტაჟების შედეგად, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობის ზუსტად დათვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა საქართველოს ოთხივე ...

Read More »

დადიანების ნიკოსეული სასახლე ძველ იერ-სახეს იბრუნებს

თბილისი (BPI) – ზუგდიდიში დადიანების ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია. ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით ახორციელებს. დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა. მუზეუმი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა დროულ ...

Read More »

საქართველოს ბანკმა ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი შექმნა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერისა და  განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნიკალური ქართულენოვანი პორტალი ბიზნეს ჰაბი შექმნა. პორტალი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, სხვადასხვა სახის ბიზნესსტრატეგიას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს რჩევები თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს ან გააფართოვოს საკუთარი ბიზნესი. პორტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ე.წ ტაბში „იდეიდან წარმატებამდე“, სადაც მოცემულია ...

Read More »

RTL-ის UHD-ის მეშვეობით HD+-ის მაყურებლები „ფორმულა 1“-ს Ultra HD ხარისხში ნახავენ

თბილისი (BPI) – ევროპის წამყვანი გასართობი ქსელი „Mediengruppe RTL Deutschland“ 28 აპრილს იწყებს Ultra HD არხის, “RTL UHD”-ის გადაცემას გერმანელი მაყურებლებისთვის SES-ის HD პლატფორმის HD+-ის მეშვეობით. Ultra HD არხი ფორმულა 1-ის რბოლის პირდაპირ ეთერში გადაცემას აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, ბაქოდან იწყებს. ამის შემდეგ არხზე 2018 წლის მომდევნო 17 რბოლა, ყველა მათგანი კი პირდაპირ ეთერში და HD ხარისხში გადაიცემა. RTL-ის შერჩეული სატელიტური პარტნიორი, ...

Read More »