Monthly Archives: აპრილი 2018

მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივებს გააცნობს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბიზნესისა და ეკონომიკის თემაზე მომუშავე მედიასაშუალებებებს 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში იწვევს შეხვედრაზე. შეხვედრაზე მინისტრი ჟურნალისტებს დეტალურად გააცნობს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ინიციატივებს.  

Read More »

შემოსილი შენობები – მზადება ტურისტულ სეზონთან შესახვედრად

თბილისი (BPI) – გორში უსახური მშენებლობები სამშენებლო ფარდით დაიფარება. როგორც მერიაში განმარტავენ, უსახური შენობების ფასადების სამშენებლო ფარდით დაფარვა დროებითი ღონისძიებაა და ამ შენობების რეაბილიტაცია/დემონტაჟამდე ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მიმართეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შერჩეული უსახური შენობების სამშენებლო ფარდით დაფარვას კეთილმოწყობის სააგენტო უზრუნველყოფს. სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ უფლისციხის გზის პირას მდებარე ყოფილი ნავთობბაზის ნახევრადაშენებულ შენობაზე დაიწყო.

Read More »

“ჩვენი მიზანია, სიცოცხლე შევძინოთ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება” 

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფინანსთა სამინისტროს მიერ უკვე დაანონსებულ საგადასახადო რეფორმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა გულისხმობს პირველად სასტარტო კაპიტალზე წვდომის ხელშეწყობას. “ჩვენი მიზანია, სიცოცხლე შევძინოთ იმ პროექტებს, რომლებიც კაპიტალის ნაკლებობის გამო ვერ ხორციელდება. „ჩვენი თითოეული რეფორმის უკან დგას მთავარი იდეა, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე, რომლის დამარცხების ყველაზე სწორი გზაა ...

Read More »

ბახტაძე: სტარტაპების დაფინანსება მნიშვნელოვანია, სხვაგვარად ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრმა სტარტაპების დაფინანსების მნიშვნელობაზე “იმედის” პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა. აღნიშნა, რომ სტარტაპების დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სხვაგვარად ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე აისახება. მისი თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმის ხელშეწყობა ეხება რამდენიმე ჯგუფს. „პირველი ესაა – საშუალო და მცირე ბიზნესი, მეორე – ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდები, სტარტაპერები და მესამე ჯგუფი – ესენი არიან ...

Read More »

რომელი ქვეყნის ტურისტების მასპინძლობას ირჩევენ ქართველები

თბილისი (BPI) – ქართველებს ყველაზე მეტად გერმანელი, ამერიკელი და ფრანგი ტურისტების მასპინძლობა სურთ. კომპანია IPM-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულ რესპოდენტთა 47, 47 და 44%  ტურისტების მასპინძლობას ამ ქვეყნებიდან ისურვებდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები და თურქები. კვლევის მიხედვით კი, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას შესაბამისად – 16%, 20% და 16% მომხრე ...

Read More »

მინისტრს მთავარი ბანკირები უპასუხებენ

თბილისი (BPI) – ეკონომიკის ზრდის ერთი მუხრუჭი უკვე  იდენტიფიცირებულია, საბანკო სესხი, მხოლოდ, მაღალპროცენტიანი. აქამდე, სასესხო  განაკვეთის ფორმირებაში მონაწილე რისკ კომპონენტები ქვეყნის ბიზნეს რისკებთან თანაზომადად მიიჩნეოდა.  ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის სიმბოლოზე (საბანკო სექტორი) იერიშით, მინისტრიდიდ რეფორმას გვაუწყებს. BOG და TBC   ახალ პროექტებს აანონსებენ. კახა კიკნაველიძის და მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციები 13 აპრილსაა ჩანიშნული. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიის და  მთელი საზოგადოების ყურადღება საბანკო ...

Read More »

CSR კლუბი 2017 წელს შეაფასებს

თბილისი (BPI) – კლუბის წევრები CSR-ის მიმართულებით საკუთარი კომპანიების ანგარიშებს წარადგენენ 13 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ გაიმართება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 70-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრი საკუთარი ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წლიურ ანგარიშს წარადგენს. საერთო კრებაზე, ასევე, განიხილავენ საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარებას კორპორაციული პასუხისმგებლობის ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენი: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენიფინანსთა მინისტრის ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კომპანიებისთვის საბრუნავი კაპიტალის დეფიციტის პირობებში ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს დამატებითი რესურსის გაჩენას, გაზრდის ბიზნეს კომპანიების საქმიანობას, რაც თავს მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის მშპ-ს ზრდას. “ინიციატივა, რომელიც დღეს ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა და რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანი და ბიზნესისთვის აქტუალურია. ჩვენი ოფისის ...

Read More »

საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების დროა – მთავრობა Microsoft-თან ერთობლივ კონსორციუმს ქმნის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი  ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ქვეყანას ამ თვალსაზრისით  კომპანია Microsoft-ი დაეხმარება. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერ IT კომპანიასთან ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით ერთობლივი კონსორციუმი შეიქმენება. ინიციატივებზე მინისტრმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ისაუბრა. შეხვედრაზე ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის  განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია Microsoft-ს შორის  ...

Read More »

ბახტაძე: საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს მთავრობის ახალ ინიციატივას აანონსებს და ბიზნესს ძვირადღირებული საბანკო პროდუქტის ალტერნატივას სთავაზობს. ახალ ინიციატივაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა საქართველოში სხცვა რეალობაა. “საქარველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, ...

Read More »