Daily Archives: აპრილი 30, 2018

ბახტაძე: გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა უზრუნველყოფს საქართველოს პრიორიტეტული სფეროების შემდგომ განვითარებას

თბილისი (BPI) – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, გასული წლის შემოდგომაზე სამთავრობო კონსულტაციების დროს, შევთანხმდით ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი განვითარება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელსაც გერმანული მხრიდან ხელი მოაწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა. ...

Read More »

სავალუტო ბაზარზე ბრუნვა შემცირდა

თბილისი (BPI) – სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ, მარტში, US $90.5 მლნ შეადგინა (02.2018 -72 მლნ აშშ დოლარი ($) . წინა თვის ბრუნვაზე 25.7%-ით  (+ $ 18.5 მლნ.m.m), თებერვალში 50%-იანი ზრდა იყო. ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 9%-ით, წლიურად (Y.Y) 23%-ით შემცირდა. სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახამად, ბაზრის კონცენტრაცია არ შეცვლილაგარიგებების მთლიანი თანხის 52% 5 ტრეიდერზე მოდის (16 ბანკიდან და 4 ...

Read More »

ტერაბანკი საგაზაფხულო კამპანიას მართავს

თბილისი (BPI) – “ტერაბანკი”  პრემიუმ კლიენტებს  სიურპრიზებს უმზადებს. ბანკის ინფორმაციით,  Visa gold-ისა და  Visa Platinum-ის მომხმარებლებისთვის სპეციალურ ფასები მოქმედევს. შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია ფასდაკლებით სასურველი ნივთის შეძენა და სერვისით სარგებლობა, მათ შორის  სალონური და  ტურისტული მომსახურების მიღება. პარტნიორებს შორისაა Ponte vecchio, Monte napoleone, Bodyline, Royal Batoni.

Read More »

BGEO – ლისტინგში ცვლილებების მოლოდინში

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გაიაფდა. გასულ კვირას  34.54 – 36.76  გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. კვირის ჭრილში კლებაა -3.9% w.w და თვის დინამიკაც უარყოფითია (-1.8%m.m). G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 220 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 61  000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.373 მლრდ (bloomberg) 0.5% (L/w – GBP 1.362 მლრდ). ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები GBP ...

Read More »

ხვალიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევა იკრძალება

თბილისი (BPI) – საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი ძალაში შედის. 2017 წელს მიღებული კანონი ხვალიდან ამოქმედდება და საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა დაუშვებელი იქნება. რეგულაციის ამოქმედებისათვის ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოეზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე ჯანდაცვის კომიტეტში ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ 1 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იქნება. ამავდროულად აღნიშნავს, რომ ყველაზე კრიტიკული პირველი 3-4 თვე იქნება. “ჩვენი მწეველი მოქალაქეები ...

Read More »

საქართველო რეგიონულ ცენტრად ყალიბდება

თბილისი (BPI) – საბანკო მომსახურების მომავალი, სექტორის შესაძლებლობები,  ციფრული ტექნოლოგიები – “საქართველოს ბანკმა” THE FINANCIAL  პარტნიორობით,  ინოვაციურ ფორუმს უმასპინძლა. ტრადიციული და ციფრული საბანკო მოდელის, ასევე კაპიტალის მართვაზე თავისი ხედვა, ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ წარმოადგინა. „ამ ეტაპზე ქართული საბანკო სექტორი ნამდვილად არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ციფრულ საბანკო მომსახურებას. ამასთან  ქვეყანას  ყველა წინაპირობა აქვს, გახდეს რეგიონში საფინანსო სერვისების ცენტრი.   საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით ...

Read More »

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხიდის პროექტირება-მშენებლობა იწყება

თბილისი (BPI) – საქართველოსა და სომხეთს შორის “მეგობრობის ხიდის“ პროექტირება-მშენებლობა იწყება. მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს. ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო. სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ...

Read More »

ACT კვლევა: „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა

თბილისი (BPI) – მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია ACT-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი ნდობა  საზოგადოებას ჯიპიაი ჰოლდინგის მიმართ აქვს.  ნდობის რეიტინგში ტოპ სამეულში შევიდა ასევე იმედი ელი და ალდაგი. კვლევით დგინდება, რომ სანდოობას რამდენიმე ძირთადი პატარემტრი განაპირობებს: სადაზღვევო კომპანიის ფინანსური სტაბილურობა და სიძლიერე, დანაპირების შესრულების ხარისხი და ცნობადობა. ამავე კვლევით დგინდება, ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის სექტორზე მოდის. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ...

Read More »

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიური სამუშაოები დასრულდა

თბილისი (BPI) – რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიურ – პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა. 1 მაისიდან საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება. სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მწარმოებელი კომპანიის „ლეიტნერის“ სპეციალისტებთან ერთად აწარმოა.

Read More »