Daily Archives: აპრილი 26, 2018

ბანკების პორტფელი 22.2 მლრდ ლარია /რეიტინგი/

თბილისი (BPI) – კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა მარტში 287 მლნ ლარით,  ₾22.2 მლრდ -მდე გაიზარდა. სებ-ის სტატისტიკით, ლარის პორტფელი 247 მლნ-ით, უცხოური ვალუტით 39 მლნ-ით არის მომატებული. მთლიანი დაბანდების 71%  2 სისტემურ ბანკზე მოდის TOP -7 (Q1.2018) თიბისი ბანკი 8,393,967 000 ₾ საქართველოს ბანკი 7,402,455 000 ₾ ვითიბი ბანკი  967,901000 ₾ პროკრედიტ ბანკი 934,253 000 ₾ ლიბერთი ბანკი  915,597.000 ₾ ბანკი ...

Read More »

ბიამ რეგიონალურ ბიზნესთან მორიგი შეხვედრა ზუგდიდში გამართა

B Talks-ის ფარგლებში, ბია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. 26 აპრილს, მორიგი შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები”, ზუგდიდში გაიმართა, რომელსაც სამეგრელოში მოქმედი 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ბიას გუნდმა მოწვეულ სტუმრებს რეგიონალური ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობები, სამეგრელოს რეგიონის სტატისტიკა და ადგილობრივი კომპანიებისთვის ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და მედიასთან კომუნიკაციის ახალ გზები გააცნო. ბიას მოწვევით, ზუგდიდში ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ...

Read More »

ირმა ქავთარაძე: მშენებლობის სექტორი ძალიან სწრაფად მზარდი და დინამიური სექტორია

„ექსპო ჯორჯიაში“ სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა  Caucasus Build 2018 გაიხსნა, რომელშიც წელს 17 ქვეყნის 200-მდე კომპანია იღებს მონაწილეობს.  გამოფენა მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ საქართველოში თურქეთის ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად გახსნა. ირმა ქავთარაძის განცხადებით, გამოფენა წელს ოცდამესამედ ტარდება, მასში ჩვიდმეტი ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს და ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ აღნიშნული სექტორი ძალიან ...

Read More »

ლიბერთი აქტივებზე მომგებიანობას ზრდის /რეიტინგი/

თბილისი (BPI)  – აქტივებზე  მომგებიანობის (ROA) ყველაზე მაღალი კოეფიციენტი  „თიბისი ბანკს“ აქვს (Q1.2017 -“საქართველოს ბანკი” ლიდერობდა, +4.77%-ით). მე-2 პოზიციამდე კი „ლიბერთი ბანკია“ დაწინაურებული.  ყველაზე მაღალკაპიტალიზებული TOP-3-ის („საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ქართუ“) №3  – “ქართუს“ აქტივებზე წამგებიანობის კოეფიციენტი აქვს – 0.96%. TOP-3 (Q1/2018) ROA (%) აქტივები (მლრდ ₾) 1 თიბისი ბანკი 31.45 12,098,595 2 ლიბერთი ბანკი 23.8  1,830,331 3 საქართველოს ბანკი 17.96 12,391,858 ...

Read More »

28 და 29 აპრილს ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 28 და 29 აპრილს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

Read More »

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში ცვლილებები შედის და 2018 წლის 1 ივნისიდან მთლიანად ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე გადადის. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, პროგრამაში შესატანი ცვლილებები შშმ პირთა წარმომადგენლებს გააცნო და მათი აზრი მოისმინა. ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება

თბილისი (BPI) – ივანიშვილი რეალურ პოლიტიკაში ბრუნდება. ყოფილი პრემიერის  მმართველი პარტიის თავმჯდომარედ  დაბრუნებაზე, პრემიერმა  გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან უახლოესი მომავლის პარტიული აქტივობები დაანონსა. “ქართული ოცნების” პილიტსაბჭოს სხდომა და ყრილობა.

Read More »

ბათუმის ახალ ბულვარში, ტურისტული სეზონისათვის მზადება მიმდინარეობს

ახალ ბულვარში, ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის დეტალები მთავრობის წარმომადგენლებს ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა ეთერ მაჭუტაძემ გააცნო. კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ახალ ბულვარში დაზიანებული ფილების გამოცვლა, ბორდიურების, წვივმიმღები ჭების მოწყობა და არსებული გრანიტის ფილების მონტაჟი. აღნიშნულ ტერიტორიებზე, ...

Read More »

„საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები” შიდა ფრენებზე ავიაბილეთების ფასის ზრდას ფრენებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს

შიდა ფრენებზე ავიაბილეთების ფასის ზრდას ფრენებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ შპს „საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებში“. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასების ცვლილება, ფრენებზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული, ხოლო რაც შეეხება სიხშირეებს, ამ მიმართულებით ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგემება. “ნატახტარი-მესტია-ნატახტარი ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 90 (ოთხმოცდაათი) ლარი ხდება. ქუთაისი-მესტია-ქუთაისი: ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 50  ლარი. ...

Read More »

ოთარ სირაძე: სებ-ში „პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ოთარ სირაძის  განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში პროგრეს ბანკის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს. „პროგრეს ბანკი”, რომლის მფლობელიც არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტნიორი ამ ბანკში არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული “PINTEX” ჯგუფი, რომლის მესაკუთრე არის, საერთაშორისო თაღლითი, ფულის გათეთრების არაერთ საქმეში ბრალდებული ილია გავრილოვი, რომლის მიმართაც აღძრულია რუსეთში სისხლის სამართლის საქმე, ფულის გათეთრების გამო, რომელიც მიმალვაში იმყოფება. მას დაუხურეს ...

Read More »