Daily Archives: აპრილი 24, 2018

თიბისი ვაზს 50% თანადაფინანსებით აზღვევს

თბილისი (BPI) – “თიბისი დაზღვევა” აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. ფერმერებს მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, აგრეთვე ხეხილის, ვაზის დაზღვევას შესთავაზებს. მსურველი პაკეტს ბანკის რეგიონულ ფილიალებში შეიძენს ვაზის დაზღვევის თანადაფინანსება 50%, ყველა სხვა კულტურის 70%. მოსავალი  იზღვევა  სეტყვის, ქარიშხლის, უხვი ნალექის და საშემოდგომო ყინვის რისკებისგან.

Read More »

ქობულეთის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულიდან შევა

თბილისი (BPI) – ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია. მათ ასაგებად ახალი ტექნოლოგია – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს.  ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ. ...

Read More »

საქართველოსა და კორეას შორის ჩარტერული ფრენები შესრულდება

თბილისი (BPI) – კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მაისში შეასრულებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 17 და 31 მაისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია „Korean Air“-ს 23 აპრილს მიენიჭა. „Korean Air“ კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, ...

Read More »

ევროპაში სიდიდით მეორე ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას Institute IGH განახორციელებს

თბილისი (BPI) – ევროპაში სიდიდით მეორე ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას „Institute IGH“ განახორციელებს, რომელიც უკვე წელიწადნახევარია საქართველოშიც მუშაობს. ხორვატიაში აშენდება 2,4 კილომეტრის სიგრძის და 55 მეტრის სიმაღლის პელეშაცის საავტომობილო ხიდი, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მალოსტონსკის ყურეს გადაკვეთს. ხიდის მშენებლობა 2018 წლის ივნისში დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. ხიდის სიგანე იქნება 21 მეტრი, რაც საკმარისია მოძრაობის ოთხი ზოლის მოსაწყობად. ხორვატიის გზების დეპარტამენტის მიერ ...

Read More »

პოზიტიური რეიტინგი მხოლოდ 3 ბანკს აქვს

თბილისი (BPI) – Fitch-მა  ბანკების TOP -4  -ს რეიტინგი გაუზარდა. “თიბისის” და “საქართველოს ბანკს”  „სტაბილური“ „პოზიტიურამდე“ გაუუმჯობესა. შეგახსენებთ, ჯერ  რეიტინგის პროგნოზი საქართველოს გაეზარდა, რაზეც  მთელ საქართველოს მარტში პრემიერმა პირველმა ამცნო. სისტემური ბანკების გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-“ ქვეყნის სუვერენული  რეიტინგის დონეზეა.  უფრო მაღალი  აქვს  გერმანულ “პროკრედიტ ბანკს”  „BB” . რეიტინგული ბანკები   პროკრედიტ ბანკი BB  პოზიტიური საქართველოს ბანკი BB-  პოზიტიური თიბისი ...

Read More »

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით ბიზნესომბუდსმენი რეგიონებში ბიზნესს შეხვდება

თბლისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნესომბუდსმენი რეგიონებში ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს გეგმავენ. ღონისძიებები საინფორმაციო ხასიათის იქნება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის შესახებაც დღეს ბიზნესომბუდსმენსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანი მხარეებს შორის თანამშრობლობის გაღრმავება და პალატის წარმომადგენლების დახმარებით რეგიონებში მოქმედ ბიზნეს-სუბიექტებსა და ბიზნესომბუდსმენს შორის აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობაა. მემორანდუმს, რომელის დღეს გაფორმდა ხელი ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ...

Read More »

“ერთგული“ ერთი წლისაა

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის „ერთგული“ ბარათი 1 წლისაა. დაბადების დღის აღსანიშნავად ბარათი მომხმარებელს, მხოლოდ ერთი დღით, სპეციალურ აქციას სთავაზობს. 24 აპრილს „ერთგულის“ პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით ანგარიშსწორებისას, დაგროვილი ერთგული ქულები გაორმაგდება. „ერთგული“ თიბისი ბანკის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებლებს უფრო მეტ სარგებელსა და განვადების ახალ ფორმას სთავაზობს. „ერთგულის“ საშუალებით დაგროვილი 1 ქულა = 1 ლარს. დაგროვილი ქულების ...

Read More »

დაკარგული ჩემოდანი – 2017 წელს 22,7 მლნ მგზავრის ბარგი დაიკარგა

თბილისი (BPI) – 2017 წლის მაჩვენებლებით 22,7 მლნ-მა ავიამგზავრმა ჩამოფრენისას საკუთარი ჩემოდანი ვერ მიიღო, – ასეთია SITA Baggage Report 2018-ის მონაცემები. აღსანიშნავია, რომ დაკარგულ ბარგთან დაკავშირებით, 2017 წლის მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებლებთან 4,1%-ითაა გაზრდილი. თუმცაღა საგულისხმოა ისიც, რომ 2017 წელს გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკდი 7,1%-ით გაიზარდა და 4,08 მლრდ მგზავრი შეადგინა. რეალურად ავიაკომპანიებმა ყოველ 1000 მგზავრზე ნაკლები ბარგი დაკარგეს. 2017 ...

Read More »

თიბისის, 2 მილიარდამდე, ნახევარი მილიონი რჩება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) – ბანკების ჯამური კაპიტალის 65%-ზე მეტი 2 ბანკზე მოდის (L/Y – 60%). ბაზარზე მოქმედი 16 ბანკიდან I კვარტლის მდგომარეობით (Q1.2017) 2-ს აქვს 1.5 მლრდ-ზე მეტი  და 3-ს  50 მლნ ₾-ზე ნაკლები („ფინკა“, „ზირაათი“, „სილქროუდი“), რაც წლის ბოლოს შესასრულებელი სებ-ის პრუდენციული  ნორმაა. როგორც იცით, 12 მლნ-დან 50 მლნ-მდე გაზრდილი ეს მოთხოვნა ძალაში ეტაპობრივად შედის. მიზანი კი  დაბალკაპიტალიზებულ ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის ...

Read More »

კახეთს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისს „დელტას“ ნაცვლად ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გაუწევს

თბილისი (BPI) – კახეთის რეგიონს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გაუწევს. დელტას გენდირექტორის უჩა ძოძუაშვილის განმარტებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საცდელ ექსპერიმენტალურ რეჟიმში მუშაობა დაასრულა და ის სამართავად შპს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს გადაეცა. ცენტრის 100% წილის მფლობელი კვლავ სახელმწიფო რჩება. “დელტას” ძირითადი მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ...

Read More »