Daily Archives: აპრილი 19, 2018

თიბისიში ფიზიკური პირების 4 მლრდ-ია

თბილისი (BPI) –  ბანკებში დეპოზიტები მცირდება. კლება გარკვეულწილად კურსის ეფექტია. უმნიშვნელო სარგებლის მიუხედავად, მოქალაქეები მაინც დოლარში ზოგავენ.  პორტფელის დოლარიზაცია  77%-ს აღემატება. ფიზიკური პირების  უმეტესობას  ანაბარი, ასევე მიმდინარე ანგარიშები „თიბისიში“ აქვს. Q1.2018●Q1/2017 000 ₾ 000₾ 1  თიბისი 4,178,169 3.256.960 2  საქართველოს ბანკი 3,642,764 2.983.269 3  ლიბერთი ბანკი 1,035,042   961. 312 4  ვითიბი ბანკი    389,804   326. 364 წყარო: კომერციული ბანკები  

Read More »

პრეზიდენტი შეწყალების კომისიას ამსხვილებს

თბილისი (BPI) – შეწყალების კომისია ფართოვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთო სამუშაო  ჯგუფს აკომპლექტებს. ამ შეთანხმებით დასრულდა, გიორგი მარგველაშვილის და  კახი კახიშვილის შეხვედრა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარკვეული ტიპის ხარვეზების არსებობას ადასტურებს და  ამაზე პასუხისმგებლობას არ  გაურბის.  მექანიზმები დაიხვეწება და დეტალურად გაიწერება. კომისიის საქმიანობაში სამინისტროს მაღალჩინოსნები ჩაერთვებიან. კახიშვილი მიიჩნევს, რომ  განსაკუთრებული შემთხვევის დეფინიციაში კრიტერიუმები დასახვეწია. მინისტრის მოადგილის წევრობა მეტ ინფორმაციაზე წვდომის ...

Read More »

GWP დღეს, მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.   რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები ერთდროულად 3 წერტილში ჩატარდება – ნატახტრის სათავე ნაგებობის, თბილისის მკვებავ მაგისტრალურ ქსელზე 2 ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. პარალელურად,  საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, ასევე ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირისა და რამიშვილის ქუჩის კვეთაზე,  მაგისტრალურ ქსელებზე, ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები დამონტაჟდება, რაც ...

Read More »

RMG-ის მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელება დაევალა

თბილისი (BPI) – კომპანია RMG Gold-სა და RMG Copper-ს მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელება დაევალა. საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმსჯელეს. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საყდრისის კომიტეტის წევრებს კომპანიების საქმიანობის შემოწმების შედეგები და გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გეგმა გააცნო. აღინიშნა, რომ 2015-2016 წლებში, სამინისტროს მიერ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა კომპანიების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები და ...

Read More »

OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხს განიხილება

თბილისი (BPI) – ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმადა ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ წარადგინეს. OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ, აღნიშნული საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა ...

Read More »

IMF-ი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0,3%-ული პუნქტით გააუმჯობესა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უმნიშვნელოდ, მაგრამ გააუმჯობესა. ფონდის ახალი პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 4,2%-ის ნაცვლად 4.5%-ით გაიზრდება. ზრდის ტემპი დაჩქარდება 2019-2020 წლებში. ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკა 4.8% და 5.2%-ით გაიზრდება. IMF-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3,6%-ით განისაზღვრება, 2019 წლისთვის 3% ივარაუდება.

Read More »

რამდენი ძეგლია საქართველოდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში

თბილისი (BPI) – საქართველოში 11 765 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთაგან 7 505 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, 4 221 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი, 39 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 978 ძეგლს განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დღეისათვის, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი:  მცხეთის ისტორიული ძეგლები, გელათის სამონასტრო კომპლექსი, ზემო სვანეთი. UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში ნომინირებულია სამი ძეგლი: ქართული ...

Read More »

საქართველოს ბანკმა ბაზარზე ტურისტებისათვის Tourist Card-ი გამოიტანა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ბაზარზე  ტურისტებისთვის სპეციალური პროდუქტი გამოიტანა. Tourist Card (ტურისტ ქარდი) ბანკმა ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტისთვის შექმნა. Tourist Card-ი საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს: ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას.  ისარგებლოს  ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში; მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში; ტურისტულ კომპანიებში; სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში. Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ...

Read More »

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა

თბილისი (BPI) – მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა, – მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შერავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება. „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ...

Read More »

მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა

თბილისი (BPI) – მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა, – ახალი საპარლამენტო მდივანი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. „ნათიას ყველანი კარგად ვიცნობთ. მას ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ ...

Read More »