Daily Archives: აპრილი 18, 2018

სებ-ი ბანკებს მოედანს უსუფთავებს

თბილისი (BPI) – სებ-ი  საზოგადოებას  გადახდისუუნარობის  საპრევენციო რეგულაციას შეახსენებს. გაუანალიზებლად დაკრედიტების შესაძლებლობა  მხოლოდ საბანკო სექტორს რჩება, 25%-იანი კოეფიციენტით.  გასესხებული ფული  საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სებ-ის ანალიზით, ფიზიკური პირების სასესხო დავალიანება მზარდია. მომხმარებელი, ტვირთის შემსუბუქებისთვის მიდის იქ,  სადაც მის  შემოსავლების წყაროს ნაკლებად ექცევა ყურადღება და იღებს სესხს, რომლის მომსახურება უჭირს. კვლევით,  მსესხებლის უმეტესობას შემოსავალი არ უფიქსირდება, ბევრს მიმდინარე ვადაგადაცილება ...

Read More »

თიბისი ბანკების მონაცემებს ასაჯაროებს

                                              თბილისი (BPI) – www.BankFacts.ge    “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ახალი პორტალი დაანონსა, რომელიც  ქართულ საბანკო სექტორზე განახლებულ სტატისტიკას მოიცავს. საფინანსო სფეროს  ექსპერტებს  ვახტანგ ბუცხრიკიძემ ფინანსურ დირექტორთან,  გიორგი შაგიძესთან ერთად უმასპინძლა,  ფორუმზე „საბანკო სექტორის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებაში“. წარმოადგინა ...

Read More »

3-დან 1 ზარალიანი სილქროუდ ბანკია

თბილისი (BPI) – I კვარტალი (Q1/2018)  ზარალით 3 ბანკმა დაასრულა, (∑ ₾1.05 მლნ), მათ შორისა “სილქ როუდ ბანკი”  მცირედი ზარალით. შარშან, ანალოგიურ პერიოდში (Q1/2017) მოგება ჰქონდა, თუმცა ისიც მცირედი.   Q1/2018 Q1/2017   ₾  ₾ მოგება (ზარალი) (20 153)       15 271 აქტივები 53 589 907   56 419 080 დეპოზიტები 15 384 890    20 083 017 სესხები   9 537 358      6 888 ...

Read More »

თვითმფრინავის კაბინაში გართობის გამო easyJet-მა პილოტები სამსახურიდან დაითხოვა

თბილისი (BPI) – ბრიტანულმა „ლოუ-კოსტერმა“ easyJet-მა პილოტი კაბინაში გადაღებული ვიდეო რგოლის გამო სამსახურიდან გაუშვა, ხოლო მეორე პილოტი პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა. The Sun-ის ინფორმაციით, ინციდენტი, რომელზედაც საუბარია მარტში პარიზი-მადრიდს რეისზე მოხდა. როგორც ირკვევა, პრესაში გამოაქვეყნდა მობილური პროგრამით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მეორე პილოტი დამჯდარი საბუთებს ავსებს და თან ცეკვავს. კადრებში ასევე ჩანს მობილური პროგრამის პოპულარული სხვადასხვა პერსონაჟები. გამოცემის ინფორმაციით, ...

Read More »

საფრანგეთმა WhatsApp-ის კონკურენტი შექმნა

თბილისი (BPI) – საფრანგეთის მთავრობამ საკუთარი Messinger-ი შექმნა, რომელსაც შეტყობინებების დაშიფვრა შეუძლია. როგორც უცხოური მედია წერს, მთავრობამ Messinger-ი შექმნა იმიტომ, რომ ხშირად უცხოური კომპანიები საკუთარი Messinger-ის მეშვეობით მაღალი რანგის ადამიანების პირად მიმოწერას ადევნებენ თვალყურს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი პოპულარული სოციალური ქსელი ამ დროისათვის საფრანგეთში ბაზირებული არ არის. როგორც ირკვევა, საფრანგეთის მთავრობის მიერ შექმნილი Messinger-ი ამ დროისათვის სატესტო რეჟიმში მუშაობს და ...

Read More »

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

თბილისი (BPI) – ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, დაიწყო ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. უშუალოდ ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა. 2. ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მინისტრს პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ გაბადაძემ, არქიტექტორებთან ერთად გააცნო. ...

Read More »

ტურიზმის ადმინისტრაცია Tripadvisor-ზე ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ პორტალზე Tripadvisor ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. თანამშრომოლობასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჩად შივერმა მემორანდუმი გააფორმეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინტერნეტკამპანია Tripadvisor-ზე ერთი წელი გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით 2018 წლის 23 აპრილიდან და 22 სექტემბრამდე საქართველოს შესახებ Tripadvisor-ზე ბანერული რეკლამა განთავსდება, რომელსაც სავარაუდოდ 3 მილიონამდე ...

Read More »

„ზედაზენის“ განახლებული ლიმონათი უკვე გაყიდვაშია

თბილისი (BPI) -„ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე განახლებული ლიმონათი „ზედაზენი“ გამოიტანა. კომპანიამ გაითვალისწინა ბაზრისა და ლოიალური მომხმარებელის მოთხოვნები და ლიმონათის რებრენდინგი განახორციელა. „ლიმონათის რებრენდინგის საკითხზე კვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მომხმარებელი მზად იყო ბრენდისგან სიახლე მიეღო. რებრენდინგის შედეგად შეიცვალა 1 ლიტრიანი და 2 ლიტრიანი ფორმატის ეტიკეტი და ბოთლის ფორმა. ეტიკეტი გახდა მომხმარებლისთვის ადვილად შესამჩნევი, მარტივი და დასამახსოვრებელი, ხოლო ბოთლის დიზაინი უფრო ...

Read More »

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის ფასი საშუალოდ 580 ლარია

თბილისი (BPI) – მარტში, საქართველოს მასშტაბით 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 132 ლარი შეადგინა. Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) კვლევის მიხედვით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი ფასები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 32%-ით მაღალი). 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 230 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 19%-ით მაღალი). ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, რეგიონებს შორის, როგორც 3-ვარსკვლავიან, ასევე 4-ვარსკვლავიან ...

Read More »

სასტუმროების მომსახურება მარტში გაძვირდა

თბილისი (BPI) – სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. როგორც Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) კვლევის მიხედვით, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად დედაქალაქში გაიზარდა (11.5%-ით), ფასები ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (5.4%-ით). მარტში, თებერვალთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) კი საქართველოში 64%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ...

Read More »