Daily Archives: აპრილი 17, 2018

ქართული ღვინის კომპანიებმა იპონელ იმპორტიორებთან შეთანხმებას მიაღწიეს

თბილისი (BPI) – იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Wine and Gourmet Japan 2018 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობა წარმატებული გამოდგა. რამდენიმე კომპანიამ იაპონელ იმპორტიორებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორთან დაიწყო. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართა. ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი ...

Read More »

აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონო მოპოვების 195 ფაქტი გამოვლინდა

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ფიზიკური პირი – 186, ხოლო იურიდიული პირი – 9. 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, გარემოსთვის ...

Read More »

„ვისოლი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს

თბილისი (BPI) – „ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ვტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ფერმერები „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვას სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებენ. „ქართული წარმოების წახალისება „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  სტრატეგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა. სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ „შეიძინე ქართულისა“ და „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული ...

Read More »

RC Cola ყავის არომატით უკვე გაყიდვაშია

თბილისი (BPI) – „ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე ახალი გემური თვისებების გამაგრილებელი სასმელი გამოიტანა. RC Cola ყავის არომატით უკვე გაყიდვაშია. სასმელი დახლზე 0,25 და 0,5 ლიტრიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყავის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ყავისა და Cola-ს კომბინაცია თანდათან უფრო ტრენდული ხდება. ამ ფონზე არც „ქართული ლუდის კომპანია“ ჩამორჩა მოვლენებს და ბაზარზე Cola-სა და ყავის ერთობლივი ნაზავი- RC Cola ყავის ...

Read More »

აჭარის რეკლამა უკვე euronews-ის ეთერითაც გადაიცემა (ვიდეო)

თბილისი (BPI) – BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე ევრონიუსზე ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან. სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა. ჟურნალისტები აჭარას აპრილის დასაწყისში სტუმრობდნენ. ევრონიუსის ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე შემოდგომაზე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ეწვევიან. პარალელურად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აგრძელებს ტელეკომპანიებთან „დოიჩე ...

Read More »