Daily Archives: აპრილი 11, 2018

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ“ ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო გამოფენა გამართა

თბილისი (BPI) – კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ“ ტრადიციული სააღდგომო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა. გამოფენაზე გასაყიდად წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლურ ფასად შეიძინეს. საქველმოქმედო ბაზრობის მიზანს ბორჯომის ტყე-პარკის გადარჩენა და გადამწვარი ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენდა.  შემოსული თანხით,  მოსწავლეები კომპანია „თრიფექსის“ გუნდის დახმარებით შეიძენენ  წიწვოვანი ხეების ნერგებს, რომლებიც ბორჯომის ტყეში მათ სახელზე დაირგვება. „ჩვენი ინიციატივით ყოველ ...

Read More »

მთავრობას ბანკებისგან ფულის მოზიდვა უიაფდება

თბილისი (BPI) – ბანკებმა მთავრობას პროცენტი დაუწიეს. სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, 7.4%-ად (საშუალო) გაიყიდა. აუქციონში 4 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 73 750 000 ლარი შეადგინა. თებერვალში 2-წლიანი ფასიანი ქაღალდები საშულოდ 7.6%-ად ივაჭრებოდა.

Read More »

TAV Georgia საუდის არაბეთის საავიავიო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას განიხილავს

თბილისი (BPI) – TAV Holding-ის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, TAV Georgia-სა და TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტის, საუდის არაბეთის სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 5 დღიანი ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე TAV Georgia-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს. TAV Holding-ი ფრანგულ კომპანია ADP-ისთან ერთად მსოფლიოს ...

Read More »

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2018 წლის პირველი კვარტლის მოანცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39% – ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 16%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან. 2018 წლის 3 თვის ...

Read More »

ე. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფო აუქციონზე გაიყიდა

სახელმწიფო საწარმოების მინიმალიზაციის პროექტის ფარგლებში, შპს ,,აკადემიკოს ე. ფიფიას  სახელობის სახალხო კლინიკური  საავადმყოფოს“  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 430 000 ლარად გაყიდა. აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველი ვალდებულია საწარმოს  კუთვნილ უძრავ ქონებაზე  სულ მცირე 10 წლის განმავლობაში  უზრუნველყოს სამედიცინო პროფილით  ფუნქციონირება და კლინიკაში ამჟამად  დასაქმებული პერსონალის არანაკლებ ...

Read More »

პრეზიდენტი ზაედის  82 გუმბათიანმა მეჩეთმა გააოცა

თბილისი (BPI) – პრეზიდენტის ადმინისტრაცია  საამიროებში ვიზიტის დეტალებს იტყობინება. გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ დუბაის ულამაზეს ხედებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან (ბურჯი ხალიფა)  გახედეს. აბუ დაბიში შეიხ ზაედის 82 გუმბათიან მეჩეთში იყვნენ. შეიხი გრანდის მეჩეთის სასწავლო და კვლევითი ცენტრი საგანმანათლებლო, კულტურულ და  ტურისტული მიმართულებით პროგრამებს ახორციელებს. ჩრდილოეთ მინარეთში მდებარეობს ასევე, ბიბლიოთეკა, რომელშიც იშვიათი პუბლიკაციებია დაცული.. “აღფრთოვანებული ვარ გრანდიოზული, დახვეწილი და ...

Read More »

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 37%-ით გაეზარდა

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 37%-ით გაეზარდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724 024 მგზავრს მოემსახურა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 528 145 მგზავრს მოემსახურა, 2016 წლის იანვარ-მარტში კი 373 715 მგზავრს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2018 წლის პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქტიური ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება და სრული ...

Read More »

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება

თბილისი (BPI) – 12 აპრილს, 18:00 საათზე, ფაბრიკა თბილისში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. თორმეტ ფინალისტ გუნდს შორის გამარჯვებული აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, მე-8 – მე-12 კლასის მოსწავლეები ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულის და თბილისის სკოლებიდან, სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე, საკუთარ ინოვაციურ გამოგონებებს და პროექტებს წარმოადგენენ. მოსწავლეებს და სტუმრებს ...

Read More »

კერძო სექტორის წარმომადგენლები “სუფთა ჰაერისთვის” ერთიანდებიან

თბილისი (BPI) – 12 აპრილს 12:00 სთ-ზე, ტექნოპარკში კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” იხსნება, რომლის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ) ჰაერის დაბინძიურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ბოლო ორი თვის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემებით სმოგური ოზონის (O3) კონცენტრაცია ქ. თბილისში ზღვრულად დასაშვები საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციის ...

Read More »

ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებები საქართველოდან – Top 15 მგზავრთნაკადის მიხედვით

თბილისი (BPI) – გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით საქართველოსთვის პირველ ადგილზე სტამბოლის მიმართულებაა. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 3 თვეში, საქართველოს აეროპორტების გავლით სტამბოლის მიმართულებით და პირიქით სულ 142 578 მგზავრმა ისარგებლა, რაც მთლიანი მგზავრთნაკადს 17%-ია. ტოპ-5 ავიამიმართულებებშია ასევე მოსკოვი (125 ათას 596 მგზავრი), თეირანი 92 ათას 190 მგზავრი), კიევი (70 ათას 926 მგზავრი), დუბაი (53 ათას 103 მგზავრი) და როსტოვი ...

Read More »