Daily Archives: აპრილი 10, 2018

თიბისის კაპიტალიზაცია მილიარდზე ავიდა

თბილისი (BPI) – ლონდონის ბირჟაზე, გასულ სასესიო კვირას “თიბისის” (TBCB LI) აქციებზე გარიგებები გაიზარდა, გაყიდულია 290 000-ზე მეტი (12/2017 – 160 000). კვირის ბოლოს აქციის ფასი 19 გირვანქა სტერლინგი (GBP) იყო, 3%-ით (w.w) გაიზარდა (+8.2 %m.m). საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 1 000 000 000-ზე მეტია (12/2017 – GBP 830 მლნ).

Read More »

BGEO-ს აქციები ძვირდება

თბილისი (BPI) – „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის (BGEO) აქციების ფასმა 37 გირვანქა სტერლინგს (GBP) გადააჭარბა. ლონდონის ბირჟის კვირის ვაჭრობებმა 344 000 შეადგინა. აქციები GBP 35.00 – 37.08 დიაპაზონში ივაჭრებოდა. კვირის განმავლობაში ზრდაა +1.8% (w.w), თვის, +5.4% (m.m). საანგარიშო კვირას, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის (GBP 1.398) 0.8% -ია ნავაჭრი. BGEO მაისის ბოლოს ლონდონში 3 კომპანიით იქნება წარმოდგენილ. ჯგუფმა საბანკო და საინვესტიციო მიმართულების გამიჯვნაზე ...

Read More »

პროკრედიტი ბმულზე დაწკაპუნებას არასდროს მოითხოვს

თბილისი (BPI)- “პროკრედიტ ბანკი”  ცრუგანგაშზე მომხმარებელს ამშვიდებს.ბანკის სახელით  სხვადასხვა ელ. ფოსტის მისამართით გაგზანილ  ე.წ. „ფიშინგზე“.  შეტყობინება თაღლითური გზით მე-3 პირისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მცდელობაა იყო. წერილი მომხმარებელს რჩევას აძლევს, რომ  ანგარიში განახლება/გადამოწმებას საჭიროებს.ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებ–გვერდზე გადადის. ნებისმიერი ინფორმაცია,  მითითების შემთხვევაში  ხელმისაწვდომი ხდება თაღლითებისათვის. გაცნობებთ, რომ “პროკრედიტ ბანკს” მოცემული შინაარსის შეტყობინება არ გაუგზავნია თქვენს ელ. ფოსტის მისამართზე. ასევე, ...

Read More »

სათიბ-საძოვრების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა

 თბილისი (BPI) – „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს პროგრამაში ჩართვას. გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომლებშიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 851 პირია გაერთიანებული. მათ 25-წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა. სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დმანისის, წალკისა და ...

Read More »

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

თბილისი (BPI) – პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. პირველ ეტაპზე (10 აპრილი – 27 აპრილი) რეგისტრაცია ხელმისაწვდომია იმ მოსწავლეებისთვის: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია მთლიანობაში განხორციელდება 3 ...

Read More »

Wizz Air-ი Essenza-ს თანამედროვე მოდელის სავარძლებით აღიჭურვება

თბილისი (BPI) – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას კომპანიასთან GEVEN. Wizz Air-ი GEVEN-ის მიერ შექმნილ უახლეს ინოვაციას შეიძენს. Essenza-ს ტიპის სავარძლების თანამედროვე მოდელით აღიჭურვება 110 ეარბას A321neo ტიპის თვითმფრინავის სავარძლებით მომარაგება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 5 წელი გაგრძელდება. ახალი შეკვეთის საფასური 44 მილიონი ევროა. ახალი შეთანხმება დადებითად აისახება როგორც მომხმარებელთა კომფორტის ...

Read More »

ახალციხეში ცემენტის საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – ახალციხეში ცემენტის საწარმო აშენდება. კომპანია „თენგო2000“ ცემენტის წარმოებას 2018 წლის ივნისში დაიწყებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 15 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. „თენგო2000“ ბეტონის მწარმოებელი კომპანიაა და წარმოებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის დახმარებით აფართოებს. კომპანია წლიურად 17,000 ტონა ცემენტის წარმოებასა  და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი ...

Read More »

ანაკლია სითიმ აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

თბილისი (BPI) – აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრს – Abu Dhabi Global Market (ADGM) -სა და „ანაკლია სითის“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ხელმოწერას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ADGM- ის თავჯდომარე აჰმედ ალ საიეგი დაესწრო. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა ...

Read More »

ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

თბილისი (BPI) – დუბაის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის დინამიკაზე, მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საინვესტიციო პროექტებზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, უძრავ ქონებასა და ტურიზმის ინდუსტრიაში. აგრეთვე მოქმედ პროგრამაზე საერთაშორისო ...

Read More »

საქართველოში ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS იწყება

თბილისი (BPI) – საქართველოში გრანდიოზული ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS იწყება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი Discount Week-ი 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ფასდაკლების კვირეულში ჩართულია 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი. განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ. ფასდაკლების კვირეული მოიცავს: თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას. ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ...

Read More »