Daily Archives: აპრილი 4, 2018

IFC -იმ ბაზისბანკს 12  მილიონიანი ხაზი გაუხსნა

თბილისი (BPI) – IFC-იმ  ბაზიბანკს US $12 მლნ-იანი  ხაზი გაუხსნა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.   აქედან  $ 10 მლნ  საკრედიტო რესურსია, $2 მლნ, ვაჭრობის დაფინანსების საგარანტიო. სესხი ექსპორტ/იმპორტის საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვისაა. “ბაზისბანკი” უერთდება IFC-ის გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამასაც (GTFP), რომლის ფარგლებში საფინანსო კორპორაცია ვაჭრობის დაფინანსების საგარანტიო ხაზს გახსნის, $ 2 მილიონის ოდენობით. ეს კი ბანკის კლიენტების სავაჭრო ტრანზაქციებს და ზოგადად, საგარეო ...

Read More »

მილადი სტუმბუ: ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესს  უფრო მეტად წარმატებულსა და დაცულს გახდის

თბილისი (BPI) – „მაიქროსოფთი“  მხარს უჭერს ქართული კომპანიების მისწრაფებას გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები „მაიქროსოფთმა“ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“  გამართა. ციფრული ევოლუციის ფორუმში მონაწილეობა  ბიზნესის ლიდერებმა და IT განყოფილების წარმომადგენლებმა  მიიღეს.  შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა. ფორუმის ფარგლებში ...

Read More »

თბილისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში “დანქინ დონატსი” გაიხსნა

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი, ამერიკული რესტორანი “დანქინ დონატსი” გაიხსნა. რესტორანი მგზავრებს ქართული და უცხოური სამზარეულოს 20-ზე მეტ დასახელების სხვადასხვა პროდუქტს შესთავაზებს.

Read More »

მამუკა ბახტაძე: გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვით საგადასახადო ანგარიშგება გამარტივდება

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება. მისი თქმით, დღეს, საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის კომუნიკაციაში მონაწილეობს ხუთი დოკუმენტი. „ინიცირებული პროექტი გულისხმობს ყველა ამ დოკუმენტის გაუქმებას და ამის სანაცვლოდ, ერთი დოკუმენტის წარდგენას ონლაინ რეჟიმში. გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება საქონლის ტრანსპორტირების,  საქონლის მიწოდების და  მომსახურების გაწევის ...

Read More »

“ჯიპიაიმ”  ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს 600 000 ლარამდე აუნაზღაურა

თბილისი (BPI) – გასულ წელს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 მეწარმეს, რომელთაც ჯიპიაიში დაზღვეული ჰქონდათ მარაგები და ქონება, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურდა. “მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საგამოძიებო სამუშაოები, მაინც მოხერხდა დაზარალებულ მეწარმეთა  დაკმაყოფილება.  170 000 ლარამდე ანაზღაურდა ასევე ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობაც. ანაზღაურება მიიღეს იმ მეწარმეებმაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ ჯიპიაის ...

Read More »

კრიპტოვალუტების კომპანია Hut 8-ის აქციები კანადის საფონდო ბირჟაზე განთავსდა

თბილისი (BPI) – კრიპტოვალუტების მაინინგის კომპანიამ Hut 8 კანადის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. Hut 8 კრიპტოვალუტების მაინინგისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის კომპანიაა, რომელიც Bitfury Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა. კომპანიამ TSX Venture Exchange-ზე ვაჭრობა მარტში დაიწყო და პირველი ტრანზაქცია უკვე დაასრულა. მხარეებმა თანხმობა TSXV -სგან 22 თებერვალს მიიღეს. ამ დროისთვის კომპანიას ჯამში 82 380 000 საერთო აქცია ჰქონდა გამოშვებული და 1,374,000 აქციის შესყიდვის ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგი: გასულ წელთან შედარებით, სადაზღვევო ბაზარი 13%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ტელეკომპანია იბერიაში, გადაცემა „ბიზნეს კოდში“  ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თინათინ სტამბოლიშვილმა 2017 წლის  სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა და შეფასებები გააკეთა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული  გასული წლის შედეგების მიხედვით, სადაზღვევო ბაზარზე 13%-იანი ზრდაა დაფიქსირებული-კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 441 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 48 მლნ ლარით მეტია. ჯიპიაის განცხადებით, მიუხედავად იმისა, ...

Read More »

“ჰუალინგ ჯგუფი” სადაზღვევო ბაზარზე ივნისიდან გააქტიურდება

თბილისი (BPI) – ჩინური “ჰუალინგ ჯგუფი” სადაზღვევო ბაზარზე ივნისიდან გააქტიურდება. კომპანია ბაზარზე ქონების და სატრანსპორტო დაზღვევით დაიწყებს ოპერირებას, თუმცა ამ დროისთვის კომპანია უკვე ფლობს სიცოცხლის და არა სიცოცხლის ლიცენზიას. “ჰუალინგ დაზღვევა” 2017 წლის 11 დეკემბერს დაარსდა. კომპანიის გენერალური დირექტორი დავით კაკაბაძეა.

Read More »

კობა გვენეტაძე: IFC-ისა და “ბაზისბანკს” შორის ხელშეკრულების გაფორმებით SME ბიზნესისთვის ახალი რესურსი ჩნდება

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ისთან თანამშრომლობის დაწყება “ბაზისბანკს” სებ-ის პრეზიდენტმა მიულოცა. კობა გვენეტაძემ ამ სიახლის ორმხრივ მნიშვნელობაზე განაცხადა, პირველი ახალი რესურსი ჩნდება მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად და მეორე, კიდევ ერთი საფინანსო ინსტიტუტი “ბაზისბანკი” იწყებს გლობალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. სებ-ის პრეზიდენტმა “ბაზისბანკის” მაღალ კაპიტალიზაციასა და სწრაფ განვითარებაზე აღნიშნა. თქვა, რომ ის პოზიციებს იმყარებს და უკვე მეექვსე ადგილზეა. მთავარმა ბანკირმა “ჰუალინგ ჯგუფის” ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ

თბილისი (BPI) – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვარაუდობს, რომ  2018 წელს საქართველოს ეკონომიკა, სულ მცირე, 5%-ით გაიზრდება. კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 4.5%-იან ზრდაზე, თუმცა, იანვარ-თებერვლის მშპ-ის რეალურმა ზრდამ უკვე 4.9% შეადგინა, თებერვალში – 5.5%-ს მიაღწია. მისივე თქმით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 16.3%-ით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელსაც ...

Read More »