Daily Archives: აპრილი 3, 2018

Scope Ratings-მა „ქართული ლუდის კომპანიას“ BB- , ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings GmbH -მა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ბიზნეს რისკის მიხედვით „BB-“, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით „BB“ რეიტინგი მიანიჭა. „ქართული ლუდის კომპანიაზე“ რეიტინგი მინიჭებულ იქნა ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, ბაზრის წილისა და ძლიერი საბალანო უწყისის გამო, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია. რეიტინგის მინიჭებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ...

Read More »

RMG: გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილი უკვე აღმოფხვრილია, 2-3 წელში კი სრულად აღმოიფხვრება

თბილისი (BPI) – კომპანია RMG-ი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. “გვინდა გამოვეხმაუროთ დღეს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, რაც კომპანია RMG-ს საქმიანობას ეხება. ვაცხადებთ, რომ კომპანიამ 40-წლიანი საწარმოს  მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა ჩაიბარა და აიღო ვალდებულება ათწლეულებით დაგროვილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, მათ შორის გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების კუთხით. RMG-მ, საერთაშორისო კომპანია GOLDER ASSOCIATES-თან ერთად 2017 წელს  შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა გარემოსდაცვითი ...

Read More »

ადგილწარმოშობის ჯიშები, ქვევრის ქარვისფერი – Decanter-ი ქართული ღვინის უპირატესობებზე წერს

თბილისი (BPI) – ბრიტანელი ჟურნალისტი, რედაქტორი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი, ჟურნალ “დეკანტერის” ბოლო გამოცემაში, ქართული ქვევრის ღვინის შესახებ წერს. “ტრადიციული ქვევრის ღვინო (მიწაში ჩამარხულ თიხის ჭურჭელში დამზადებული ღვინო) საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, იმისდა მიუხედავად, რომ ის ქართული პროდუქციის მხოლოდ ხუთ პროცენტს წარმოადგენს. არსებობს როგორც წითელი, ასევე “თეთრი” (მუქი ოქროსფერი ან ქარვისფერი)” ქვევრის ღვინო. ქვევრის წითელი ღვინოები დიდად არ განსხვავდება ...

Read More »

ქართული ბრენდი “გეფერინი“ ჩანთებს ექსპორტზე ჰონგ-კონგში გაიტანს

თბილისი (BPI) – ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდუქციას ჩინეთში, ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს და 2018 წლის ივნისში საკუთარ მაღაზიასაც გახსნის. კომპანიის წარმომადგენლებმა  ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF-ი მონაწილეობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მიიღეს. კომპანიამ კონტაქტები სწორედ გამოფენის ფარგლებში დაამაყრეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. შედეგად “გეფერინსა” და კომპანია InterBlock Hong Kong Limited შორის კონტრაქტი გაფორმდა. ქართული კომპანია ჰონგ-კონგშის ტერიტორიაზე ერთი ...

Read More »

ლიტვური კომპანია საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციას უჭერს მხარს

თბილისი (BPI) – ლიტვური კომპანია საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციას უჭერს მხარს. ლიტვური ორგანიზაცია Saulės Grąža, ლიტვურ ორგანიზაცია True Energy Solutions-სთან, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოსთან“ და „აგორა ქეართან“ თანამშრომლობით ატარებს განხორციელებული პროექტის „ლიტვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსადმი მზის ენერგიის ტექნოლოგიის დამონტაჟების მეშვეობით“ პრეზენტაციას 4 აპრილს გამართავს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა მზის ენერგიის გენერირების პანელები, როგორც ელექტროენერგიისა და გათბობის წყაროდ, თიანეთის ...

Read More »

ახალი ზელანდიის iQOS-ის ქეისი და მოულოდნელი შედეგი Philip Morris International-ისთვის

თბილისი (BPI) – თუ ელექტრონული სიგარეტების შესახებ ახალ ამბებს თვალს ადევნებთ, შენიშნავდით, რომ Heat not Burn-ს (HnB) ყველა ბაზარზე იოლი გზა ნამდვილად არ გაუვლია. მიუხედავად იმ გასაოცარი წარმატებისა, რასაც iQOS-მა იაპონიაში მიაღწია (ორი წლის განმავლობაში სიგარეტის ბაზრის 15%-ზე მეტი დაიკავა), ზოგიერთმა ხელისუფლებამ, მწეველებისთვის უფრო დაბალი რისკის შემცველი ვარიანტის მიწოდების ნაცვლად, სიგარეტზე დაწესებული გადასახადების შეგროვება გადაწყვიტა. ერთ-ერთი მსგავსი მაგალითი ახალი ზელანდიის ...

Read More »

მარტში ყველაზე ძვირადღირებული ფქვილი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა

თბილისი (BPI) – მარტში ყველაზე ძვირადღირებული ფქვილის იმპორტი იტალიიდან განხორციელდა. იტალიიდან საქართველოში იმპორტირებული ფქვილის ფასმა 1 ტომარაზე (50 კგ) 128,9 დოლარი შეადგინა. თუმცა იყო იტალიიდან შემოტანილი ფქვილის პარტია, რომლის ფასიც ტომარაზე 48,1 დოლარი იყო. სტატისტიკური მონაცემებით, იტალიის შემდეგ რეიტინგში მოდის საფრანგეთიდან შემოტანილი ფქვილი, რომლის ღირებულებამაც ტომარაზე 82,9 დოლარი შეადგინა. მარტში საფრანგეთიდან იმპორტირებული 1 ტომარა ფქვილის ფასი 58,6 დოლარი იყო, ხოლო ...

Read More »

თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება 15%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2017 წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება 15%-ით გაიზარდა და 176,000 კვ.მ. შეადგინა, , – ასეთია უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგი, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ ჩაატარა. გაზრდილი მიწოდების 53% King David Business Center-ზე მოდის, რომელმაც A კლასის ბიზნეს ცენტრებს 12,000 კვ.მ. შემატა. A კლასის ოფისებში ფასები 4%-ით შემცირდა, ხოლო A- და B+ ...

Read More »

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამამ 5 313 პროექტი დააფინანსა

თბილისი (BPI) – მარტის მონაცემებით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313 პროექტი. ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ ლარამდეა, თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, ბენეფიციართა რაოდენობა 8 412. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ...

Read More »

2021 წლამდე საქართველოს სასტუმროების ბაზარს 6 700-ზე მეტი ნომერი შეემატება

თბილისი (BPI) –  საქართველოში ტურისტების ზრდის ტრენდმა სასტუმროების ბაზარზე დადებითად იმოქმედა, – ასეთია უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგი, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ ჩაატარა. კვლევის თანახმად, 2017 წელს თბილისის სასტუმროების კატეგორიათა უმრავლესობისთვის გაიზარდა დატვირთულობის კოეფიციენტი. სასტუმროების ბაზარზე ყველაზე დიდი მიწოდებით კვლავ თბილისი და ბათუმი გამოირჩევა. თუმცა საერთაშორისო ბრენდები არა მხოლოდ ამ ორი ქალაქით, არამედ ქუთაისით და საქართველოს ...

Read More »