Daily Archives: თებერვალი 14, 2018

Georgian Airways-ი თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით იფრენს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან ხარკოვის მიმართულებასაც ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები 6 აპრილიდან დაიწყება. Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. რაც შეეხება ავიაბილეთის ფასს, ერთი გზის ღირებულება 99 ევროდან, ხოლო ორი გზის 168 ევროდან იქნება. ბილეთის ფასი მოიცავს ხელბარგს, ჩასაბარებელ ბარგსა და კვებას.

Read More »

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე პროცესი გაიმართება

თბილისი (BPI) – 15 თებერვალს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლოში დასრულდა წერილობით მტიცებულებათა გამოკვლევა და სასამართლომ დაიწყო ბრალდების მოწმეთა დაკითხვა. ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს ბრალი წარუდგინა – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის ...

Read More »

NBC Olympics ირჩევს SES-ის სატელიტურ მაუწყებლობას 4K HDR კონტენტის დემონსტრირებისათვის პიონჩანგის ოლიმპიური თამაშებისათვის

თბილისი (BPI) – NBC Sports Group-ის განყოფილებამ, NBC Olympics-მა, SES-ი შეარჩია ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების 4K მაღალდინამიური დიაპაზონით (HDR) ტრანსლაციისათვის სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით. თამაშები ჩატარდება პიონგჩანგში, სამხრეთ კორეაში, 8 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით. ამის შესახებ განცხადება გააკეთეს დევიდ მაზზამ, NBC Olympics-ის ტექნიკურმა დირექტორმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და სტივ კორდამ, SES-ის ჩრდილოეთ ამერიკის მედია-პლატფორმის ვიცე-პრეზიდენტმა. „SES“-ი გამოიყენებს თავის სატელიტურ პლატფორმას, რათა ...

Read More »

იაფი ფული და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება: განვითარების ბანკის საჭიროება

თბილისი (BPI) – “მთავრობის მიზანი იმის ოდნავ უკეთესად ან უარესად კეთება კი არ უნდა იყოს, რასაც ინდივიდები უკვე აკეთებენ, არამედ იმის გაკეთება, რაც ამჟამად საერთოდ არ კეთდება”. ჯონ მეინარდ კეინზი   რა ღირს საქართველოში ფული? ზოგადად რა არის ფული ფასი?  ფულის ფასი ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რასაც გვახდევინებენ ბანკები სესხის აღების დროს (არსებობს ფულის ფასის სხვა განმარტებაც). წარმოების პროცესში, ფირმის ...

Read More »

დასანგრევია თუ არა ახალი მშენებლობები – დეველოპერების პასუხი სეისმოლოგებს და გეოლოგებს

თბილისი (BPI) – სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოსური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას, სიღრმეს. ის არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ...

Read More »

ტურისტული სექტორი რეკორდების გაუმჯობესებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ტურიზმის ადმინისტრაციის 2018 წლის გეგმა – 8 მილიონი ტურისტი და 3 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი  2018 წლის იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23 %-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა ...

Read More »